სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  07:45 
გზა, რომლის მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა ძიძიგურმა, უკვე ორჯერ გააპიარა - 11 მარტი 2014

რუსთავი-მარნეულის ახალი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციით ქვემო ქართლის ყველა რაიონია დაინტერესებული. არსებული მარშუტით რუსთავსა და მარნეულს შორის გზა 34 კილომეტრით მცირდება. ასევე, რუსთავს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტები აღნიშნული გზით თბილისში (ფონიჭალაში) ჩასვლის გარეშე დაუკავშირდებიან.

ამ გზის რეაბილიტაციის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რამდენიმე დღით ადრე 22  ოქტომბერს განცხადება რუსთავის მაჟორიტარმა, ზვიად ძიძიგურმა გააკეთა. მან რამდენიმე რაიონის გამგებელი და რიგითი მოქალაქეები რომელთა დიდი ნაწილიც ყვითელი ავტობუსებით მიუყვანეს დაარწმუნა, რომ გზა დროის უმოკლეს მონაკვეთში გაკეთდება.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ნარმანიას უწყებამ ,,ქვემო ქართლის საინფორმავიო პორტალთან" განაცხადა, რომ გზის რეაბილიტაციისთვს რიგი პროცედურები და პირველ რიგში პროექტი იყო შესადგენი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არაა დაწყებული გზის აღნიშნულ მონაკვეთის რეაბილიტაცია, რუსთავის მაჟორიტარი ჟურნალისტების თანხლებით, კვლავ ესტუმრა სარეაბილიტაციო გზას. მან კიდევ ერთხელ დააანონსა დროის უმოკლეს მონაკვეთში საპროექტო სამუშაობის დასრულება, ტენდერის გამოცხადება და ამ წელს გზის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ჩვენ ტელეკოლეგებს, რომელთა ნაწილმაც სიუჟეტებში განაცხადეს, რომ გზის რეაბილიტაცია დაიწყო მაყურებელს შ.პ.ს. „საქ. გზა მეცნიერების" ხელმძღვანელის კომენტარი გააცნეს, სადაც შპს-ს ხელმძღვანელი თამაზ შალიკაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დასრულდა საველე სამუშაობი და იწყება პროექტის შედგენა. აღნიშნულს მისი თქმით დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება და გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ამის შემდეგ გამოცხადდება.  

 

ამავე თემაზე: ახალი იდეა რეგიონის განვითარებისთვის და ყვითელი ავტობუსების ძველი ,,ტრადიცია"

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია