გარდაბანში ქართული ოცნების წევრები პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მამუკა არეშიძეს ასახელებენ. აცხადებენ, რომ პარტიის სათაო ოფისში ხელმძღვანელის ერთ კანდიდატურაზე შეთანხმება სთხოვეს და მათაც არეშიძე დაასახელეს.
,, გიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციის. ჩვენი მხრიდან ქართული ოცნების გარდაბნის ორგანიზაციის ხელმძღვანელად დასახელდა მამუკა არეშიძე. რაც შეეხება სხვების მოსაზრებებს, თავის კანდიდატურა არეშიძის სასარგებლოდ მოხსნა ოცნების ბიუროს წევრმა, მარინა პირველმაც", - საუბრობს ,,ქართული ოცნების" წევრი, ნათელა გულბანი.
ამავე აზრზეა ოცნების აქტიური წევრი გარდაბნის რაიონში, ლელა ბენდელიანი.
,, ჩემი მთავარი სურვილია გარდაბანში იყოს ქართული ოცნება. არჩევნები არის დიდი პასუხისმგებლობა ამიტომ მინდოდა დაგვესახელებინა ადამიანი, რომელიც შეძლებდა საქმის გაკეთებას. შესაბამისად, დასახელდა არეშიძე. ის ნამდვილად ნიჭიერი ადამიანია, ამაზე საუბარიც არაა საჭირო", - აცხადებს ბენდელიანი.
გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ასევე განიხილება, ოცნების აქტიური წევრის ჯაბა ლურსმანაშვილის კანდიდატურა. ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მას სავარაუდოდ ხვალ ექნება საუბარი არეშიძესთან. ამბობს, რომ გარდაბანში ოცნებას დაპირისპირება დიდ ძალასთან უწევს და ამ საქმეში ერთიანობა მართებთ..
ოცნების წევრები ამბობენ, რომ მათ პარტიის სათაო ოფისს წერილობითი ფორმით და თავიანთი ხელმოწერებით წარუდგინეს არეშიძის კანდიდატურა.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით