სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  08:10 
რუსთავში ოცნებამ არჩევნებისთვის სამზადისი დაიწყო + (ვიდეო) - 17 მარტი 2014

მრავალი ხმაურიანი მცდელობის შემდეგ რუსთავში ,,ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელის არჩევა მოხერხდა.

პარტიის ასამდე  დელეგატი მეტალურგიის ადმინისტრაციულ შენობაში შეიკრიბა. კონფერენციაზე დასაშვებ პირთა სიაში ვერ მოხვდნენ ალეკო ბერიძე და მისი თანამოაზრეები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციისთვის მუშაობდნენ.

მათ ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან" განაცხადეს, რომ ოცნების საპარლამენტო არჩევნებზე მომუშავე გუნდის მიმართ - უსამართლო დამოკიდებულებას პარტიის სათაო ოფისი იჩენს. აცხადებენ, რომ მათ ნაცვლად კონფერენციას ის ადამიანები ესწრებიან ვისაც ოცნების ყველაზე გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. აღნიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში კი ,,ცალკე ძალად" მონაწილეობას გეგმავენ და ამბობენ, რომ ეყოლებათ თავიანთი მერობის კანდიდატიც.

მაშინ, როდესაც ისინი პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოხატავდნენ კონფერენცია ყოველგვარი ხმაურის გარეშე მიმდინარეობდა. ღონისძიების დაწყებიდან ადგილზე მუშაობის საშუალება ჟურნალისტებს, მხოლოდ 10 წუთი ჰქონდათ.

რა შედეგით დასრულდა კონფერენცია მისი დასრულების შემდეგ რუსთავის მერი, დავით ჯიქია საუბრობდა.

,, დღეს პარტიის რუსთავის ოფისი დაფუძნდა, ხმათა უმრავლესობით პარტიის თავმჯდომარედ ამირჩიეს. შეირჩა ასევე ბიუროც. დღეიდან კოალიცია ,,ქართული ოცნების" რუსთავის ოფისი იწყებს აქტიურ მუშაობას.

რაც შეეხება ალეკო ბერიძეს, დაახლოებით ათამდე ადამიანია შეკრებილი. დღეს ჩვენი 100 დელეგატიდან 60% არის ე.წ ალეკო ბერიძის სიიდან. ასე, რომ ჩვენ მაგ ნიშნით არავინ გამოგვირჩევია.

მოვიწვიეთ ის ადამიანები ვინც იყვნენ ჩართული საპრეზიდენტო არჩევნებში. ასე გაკეთდა, რადგან წელიწად-ნახევარია არ ხდებოდა წევრების მიღება, ასევე ხელმძღვანელის არ არსებობის გამო რთული იყო იმის გარკვევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვინ, რომელ პარტიაში გადავიდა. ზოგი კიდე საერთოდ გარიცხულია პარტიიდან. ხოლო მათთან ვინც პარტიის წევრია ჩვენ ვითანამშრომლებთ.

კონფერენცია კიდე დახურული იყო, რადგან ზოგადად კონფერენციის პროცესი არის დახურული", - აცხადებდა, ჯიქია.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია