შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:16 
ნეფარიძეების 7 შვილიანი ოჯახი სახელმწიფოსგან, კვლავ ფულადი დახმარების გარეშე დარჩა - 17 მარტი 2014

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" მარტის შუა რიცხვებში რუსთავში მცხოვრებ ნეფარიძეების შვიდშვილიან ოჯახზე წერდა. ოჯახის დიასახლისი, ირინე კლდიაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობდა რის გამოც მათ სოციალური დახმარება შეუწყდათ.

,, სოციალური დახმარება მაისში შეგვიწყვიტეს. ამის  შემდეგ, რადგან საშუალება არ იყო ბავშვებით სამი თვით სოფელში წავედი. ჩემმა მეუღლემ დახმარების აღდგენის თხოვნით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაგრამ საპასუხო წერილში მოგვწერეს, რომ ჩვენ გვაქვს თანამედროვე წარმოების სარეცხი მანქანა, გაზქურა და წყლის გამათბობელი. ასევე გვწერენ, რომ გაზს ვხარჯავთ ბევრს.

ჩვენ ნამდვილად ბევრი ბუნებრივი აირი გვეხარჯება, მაგრამ რა ვქნა, საკმარისია ერთი ღამეც გავთიშო, რომ ბავშვები ცივდებიან. სარეცხი მანქანის გარეშე კი შეუძლებელია ჩემთვის 7 ბავშვის ტანსაცმლის გარეცხვა. რაც შეეხება წყლის გამათბობელს - არ გვაქვს და არც აგენტის მოსვლის დროს გვქონია. ალბათ, შეცდომით ჩაგვიწერეს. აქვე გეტყვით, რომ გვაქვს განვადებით გამოტანილი ახალი გაზქურა. წინათ გვქონდა ძველი და ერთ დღესაც ცეცხლი წაეკიდა. შემიძლია განახოთ რა ძველიცაა, ახლა სადარბაზოში დგას.

ვისაც ეჭვი ეპარება რამეში მოვიდეს და ნახოს, რომ სახლში სკამიც არ მაქვს ნორმალური.  რატომ მითვლიან ფუფუნების საგნებში იმ ნივთებს, რის გარეშეც დღეს არსებობა მრავალშვილიანი ოჯახისთვის წარმოუდგენელია, ვერ ვხდები",-საუბრობდა, ირინე კლდიაშვილი-ნეფარიძე.

ამის შემდგომ სოციალური მომსახრების სააგენტოს წარმომადგენლის მხრიდან ხელმეორედ მოხდა ოჯახის გადამოწმება. ,, სამი დღის წინ ვიყავი  მისული და მითხრეს, რომ ფულად დახმარებას ვერ მივიღებ, რადგან ჩემმა ოჯახმა 66 000 სარეიტინგო ქულა აიღო. უკვე აღარ ვიცით რა გავაკეთოთ", - ამბობს კლდიაშვილი.

ნეფარიძეების ოჯახს წინა თვეს რუსთავის მერიც სტუმრობდა. აცხადებდა, რომ მათი სოციალური მდგომარეობა რთულია და თვითმმართველობა ეცდება დაეხმაროს  ოჯახს.

დღეს რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ თუ ნეფარიძეები მიმართავენ მათ - მოუმზადებენ შუამდგომლობას სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, თუმცა ამბობენ, რომ მსგავსი შუამდგომლობების გათვალისწინება ყოველთვის არ ხდება.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია