სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  07:41 
იუსტიციის სამინისტრო ,,ღია და მონაწილეობითი საჯარო მმართველობისთვის“ - 19 მარტი 2014

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოქალქეებთან შეხვედრებს აწყობს. უწყება აცხადებს, რომ მიზნად ისახავს რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას გააცნოს მომდევნო 2 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები -  ღია და საჯარო მმართველობის შესაქმნელად.

,,ღია მმართველობა საქართველოს"კოორდინატორის ქეთევან ცანავას თქმით, უწყება დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის გარშემო მოისმინოს საზოგადოების მოსაზრებები და მიიღოს კონკრეტული შენიშნვები და  წინადადებები.

ამ ფორმატის შეხვედრას მასპინძლობდა დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს რასაც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას აწყდებიან.

აცხადებდნენ, რომ ხშირ შემთხვევში ესა, თუ ის სახელმწიფო უწყება არ აწვდით საჯარო ინფორმაციას, თუმცა სასამართლოს გზით დავას არ იწყებენ, რადგან აღნიშნულ გზა დროის და ფინანსების გამო რთულია.

სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მთავრობას აქვს ინფორმაცია აღნიშნული პრობლემების შესახებ და ცდილობს მოძებნოს გამოსავალი, რაც შესაძლებელია ახალი უწყების შექმნაში იყოს - უწყების, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შემთხვევაში, თავად დაუწესებს გარკვეულ სანქციებს კანონის დამრღვევს.

აღნიშნულ იდეას მოწინააღმდეგეები მალევე გამოუჩნდნენ და განაცხადეს, რომ თუ ასეთი უწყება სახელმწიფოს დაექვემდებარება, მისი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა სადავო იქნება.

სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მსგავსი მოსაზრებების არსებობის გამო, აღნიშნული საკითხები მსჯელობის ეტაპზეა და სასურველია საზოგადოებამ მანამ, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული - საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია