შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:39 
პრეზიდენტმა გარდაბნელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა - 20 მარტი 2014

მარგველაშვილი გარდაბანს ნოვრუზ ბაირამის მისალოცად ესტუმრა. პრეზიდენტს მასპინძლობა გუბერნატორმა და გარდაბნის გამგეობის წარმომადგენლებმა გაუწიეს.

 ,, ასეთი გამობრწყინებული გარდაბანი" არასდროს ყოფილა-ო, აცხადებდა სცენიდან წამყვანი, თუმცა გაბრწყინებულ გარდაბანში მთავრობასთან სათქმელი დაუგროვდათ. საზეიმო ღონისძიებების მიმდინარეობის მიუხედავად, რაიონში არსებულ  პრობლემებზე ,,ქართული ოცნების" ბიუროს ერთ-ერთი წევრი, ტელმან გასანოვი  უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს ესაუბრებოდა. ზოგი კი გაოცებული იყო იმ გარემოებით, რომ ორიოდე დღის წინ გამგეობის წინ ადამიანის ცემისთვის პოლიციაში დაკითხული პირი - დღეს გარდაბნის გამგებლადაა დანიშნული. სიტუაციაში გარკვევას გუბერნატორ, გიორგი მღებრიშვილს სთხოვდნენ.

აზიური მუსიკის ფონზე კი პრეზიდენტი სცენაზე გამოდიოდა და ყველას სიყვარულში უტყდებოდა. მის გამოსვლას და დარბაზში გამოჩენასაც საზოგადოება ოვაციებით ხვდებოდა. შეკრებილებს ბაირამობა აზერბაიჯანის ელჩმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმაც მიულოცა.

ღონისძიებას ქართული და აზერბაიჯანული მედია ადევნებდა თვალყურს.

პ.ს  ფოტო მასალა იხილეთ პორტალის facebook-ის გვერდზე.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია