შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:44 
,,ოცნების“ გარდაბნის აქტივი ცდილობს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავად აირჩიოს - 22 მარტი 2014

დღეს დილიდან ,,ოცნების" გარდაბნის აქტივი და ბიუროს წევრები პარტიის სათაო ოფისთან შეიკრიბნენ. ადამიანები, რომლებიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე ,,ოცნების" სამსახურში იდგნენ აცხადებდნენ, რომ დღეს პარტია არ ითვალისწინებს მათ აზრს და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად აქტივისთვის მიუღებელი კადრის დანიშნვას გეგმავს.

ბიუროს წევრები მარინა პირველი და ტელმან გასანოვი აცხადებდნენ, რომ აქტივი თანახმაა პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად - მამუკა არეშიძე დაინიშნოს.  

ერთ საათიანი ლოდინის შემდეგ გარდაბნელებს ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, თემურ ჭკუასელი შეხვდათ. ,, არეშიძე პარტიის წევრი არაა. ის ოფიციალურად არის წასული პარტიიდან", - უხსნიდა შეკრებილებს  ჭკუასელი. ამბობდა, რომ ჯობია სხვა ერთ კანდიდატზე შეთანხმდნენ.

კანდიდატურის პარტიისთვის წერილობით წარდგენა ურჩია ხანმოკლე საუბრისას შეკრებილებს კახი კალაძემაც.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნება" აცხადებს, რომ არეშიძე არაა მათი წევრი - დღეს მომზადებულ წერილში გარდაბნელები ხელმოწერებით ადასტურებენ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელად არეშიძის დანიშნვას ითხოვენ. მათი თქმით, თუ დადასტურდება რომ არეშიძე არ არის პარტიის წევრი მზად არიან მას ბიუროს წევრებმა რეკომენდაცია გაუწიონ და გააწევრიანონ პარტიაში.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია