შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:09 
,, ადამიანები, რომლებმაც ჯოჯოხეთში გამიშვეს დღეს დაუსჯელები დადიან“ - მთავრობისგან დაპირებული ,,სამართლიანობის აღდგენას“ ითხოვენ - 26 მარტი 2014

წელიწად-ნახევრიანი მმართველობის შემდეგ, ახალი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები დღეს კანცელარიასთან შეიკრიბნენ.

,, ნუ დაემსგავსებით ცოცხების პარტიას",, დააბრუნეთ წართმეული",,კორუფცია რუსთავში", ,,დაისაჯოს ყველა დამნაშავე მოსამართლე და პროკურორი" - ასეთი იყო შეკრებული აქციის მონაწილეების სათქმელი.

პოლიტპატიმრები ითხოვდნენ იმ პირების დასჯას ვინც მათ პოლიტიკური ნიშნით დევნიდათ და რომელთა ,,მუშაობის" შედეგადაც ზოგმა ჯანმრთელობა და ზოგმაც თავისუფლების, რამდენიმე წელი დაკარგა. 

რუსთაველი დავით ოვაშვილი 2009 წლიდან მის მიმართ, დაწყებულ დევნაზე საუბრობდა. ოვაშვილის განცხადებით ბურჯანაძის პარტიაში პოლიტიკური აქტიურობის გამო, პოლიციამ იარაღი ჩაუდო და უკანონო პატიმრობაში ნახევარი-წელი ამყოფა. ამბობს, რომ პირები რომლებმაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დასჯის ნაცვლად დაწინაურებულები არიან.

,, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საკუთარ პრობლემაზე, ასობით ადამიანია რომელთა უფლების დამრღვევებიც დღეს ამ მთავრობის პირობებში დასჯის ნაცვლად დაწინაურებულები არიან. ეს მაშინ, როდესაც მთავარი და პირველი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო..", - აცხადებს ოვაშვილი. 

დაუსჯელობის პრობლემაზე საუბრობს სახალხო კრების მარნეულის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი კაკო შუბითიძეც. ითხოვს მისი საქმის ხელმეორედ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას. ამბობს, რომ მისთვის ნარკოტიკის ჩამდები პოლიციელები დღეს დაწინაურებული, ხოლო საქმის გამომძიებელი პროკურორი ლევან ლაზარიშვილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მაღალჩინოსანია. 

,, ადამიანები, რომლებმაც ჯოჯოხეთში გამიშვეს დღეს დაუსჯელები დადიან. როდესაც ჩვენ ქუჩაში ერთმანეთს შევხვდებით რა გარანტია არის იმის, რომ რაიმე საკუთარი თავისთვის საზიანოს არ ჩავიდენ?! იმის გამო, რომ ახლაც არ ხდება ამ საქმის ხელმეორედ გამოძიება, ისევ დავზარალდები", - საუბრობს, შუბითიძე. 

პოლიტპატიმრების გარდა დღეს კანცელარიასთან შეკრებილი საზოგადოების ნაწილი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. შეკრებილთა შორის იყვნენ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი შპს-ები, რომლებიც ძიძიგური-კალაძის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობდნენ. მათი წარმომადგენლის, ადვოკატ რევაზ რიჟამაძის განცხადებით კალაძე,ძიძიგური და შარანგიები - სხვა გვარებს არიან ამოფარებული და ხელში იგდებენ მგზავრთა გადაყვანის ნებართვას თბილისის მიმარლებით. აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამართლებრივ გზასთან ერთად პროტესტის მშვიდობიანი აქციების გზით გამოხატვას, კვლავ გააგრძელებენ.

აქციების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელებას გეგმავენ პოლიტპატიმრებიც. პროტესტის გამომხატველი საზოგადოების ყველა ჯგუფი აცხადებს, რომ ახალ მთავრობას ხალხისთვის მიცემული დაპირებები დაავიწყდა.


მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია