სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  07:48 
რუსთავის ქალთა კლუბი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად - 27 მარტი 2014

რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბი მრავალშვილიან ოჯახთა სოციალური მხარდაჭერისთვის კანონპროექტს ამზადებს. კლუბის წევრებმა აღნიშნული ინიციატივით დღეს შეხვედრა მრავალშვილიან ოჯახებთან და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისთან გამართეს.

ინიციატივების მათთვის გაცნობის შემდეგ ქალთა კლუბმა მოისმინა მრავალშვილიან ოჯახთა პრობლემები. მათი უმრავლესობა სოციალურ სირთულეებზე  და დღეისთის არსებული სოციალური დახმარების თანხობრივ სიმცირეზე საუბრობდნენ. გამოიკვეთა უბინაობის პრობლემაც.

ხუთი შვილის დედა, ია თოდრია აცხადებდა, რომ საცხოვრელის თხოვნით არა ერთხელ მიმართა რუსთავის თვითმმართველობას, თუმცა  არავინ დახმარებია. ბინის საკითხის გარდა, მან საბავშო ბაღის პრობლემაზეც ითხოვა ყურადღების გამახვილება. აცხადებდა, რომ საბავშო ბაღების სიმცირის გამო, რომელიც არაა საკმარისი ქალაქში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის - შვილის სასურველ ბაღში გადმოყვას ვერ ახერხებს.

,, გვიხდიან ნარჩენების გატანის და წყლის გადასახადს. ასევე გვაძლევს მერია თითო ბავშვზე 25 ლარს.  ჩვენთვის განკუთვნილია სამგზავრო ბარათებიც, მაგრამ შვიდსულიან ოჯახს ერთ ბარათი აქვს მხოლოდ. მაშინ, როდესაც ოჯახში ყველა სოციალურად დაუცველია და ხშირად სხვადასხვა მიმართულებიც გვიწევს ქალაქში გადაადგილება. ამ ყველაფერს ერთვის ჩვენი ოჯახების მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, რომელსაც არსებული სოციალური დახმარება ვერ შველის, თუმცა ამ დახმარების მიღებაც დიდი მიღწევაა", - საუბრობდნენ მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლები.

საკითხი, რომელზეც მათი უმრავლესობა ერთხმად თანხმდებოდა - ეს სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ოჯახების მიმართ მეტი მხარდაჭერის საჭიროება იყო.

მრავალშვილიანი ოჯახების სამართლებრივ სირთულეებზე საუბრობდა შეხვედრის მონაწილე საია-ს რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, ეკატერინე ფავლენიშვილი.

აცხადებდა, რომ სხვადასხვა სამართლებრივ აქტებში მრავალშვილიანის სტატუსით, ხან ოთხი და მეტი შვილიანი ოჯახი, ხან კი შვიდშვილიანი ოჯახია მოხსენიებული. საუბრობდა, რომ ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწა და ახალი ინიციატივებს გაჟღერებაა საჭირო.

საია-მ მზადყოფნა გამოთქვა ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის მეშვეობით ჩაერთოს კანონპროექტის, როგორც მომზადებაში, ასევე განსახილველად პარლამენტში წარდგენაში.

შეხვედრას მოწვევის მიუხედავად მოუცლელობის გამო ვერ დაესწრო რუსთავის მაჟორიტარის ზვიად ძიძიგურის ბიურო.

ქალთა კლუბის კანონპროექტი მრავალშვილიან ოჯახთა მიმართ ამ ეტაპზე, შემდეგი სახის ინიციატივებს მოიცავს: სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის დასაქმებულ წევრს სახელმწიფომ გაუწიოს საგადასახადო კუთხით შეღავათი და არ ჩამოაჭრას საშემოსავლოს 20%; მთავრობამ წაახალისოს ადგილობრივი ბიზნესი და მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების დასაქმებისას მათ გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაუწესოს; სარეიტინგო ქულების დადგენისას მრავალშვილიან ოჯახს არ დაემატოს ქულები იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი მუშაობს და მისი შემოსავალი არ აღემატება  არასრულწლოვანი შვილების საარსებო მინიმუმის ჯამს. სააგენტომ მისი მუშაობის შედეგად ოჯახს ქულების რაოდენობა არ გაუზარდოს;  სარეიტინგო ქულების დადგენისას მრავალშვილიან ოჯახში ქულები არ მიენიჭოს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, რომლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია