შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  03:53 
,, ირანთან არც ფინანსური და არც სხვა სახის კავშირი არ მაქვს“, - ახმედ იმამყულაევი - 28 მარტი 2014

ნაციონალური მოძრაობის მარნეულის რაიონულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე, ახმედ იმამყულაევი ჰყავს.

იმამყულაევი ამბობს, რომ  2011 წელს მუშაობდა მარნეულის რაიონის ზედამხედველობის სამსახურში, პარტიული კი მხოლოდ 2014 წელს გახდა. აცხადებს, რომ ახალმა მთავრობამ ხალხისთვის მიცემული დაპირებები არ შეასრულა და ამიტომაც შეუერთდა ოპოზიციურ პარტიას. კომენტარს  გამოცემა ,, საქართველო და მსოფლიოში" გამოქვეყნებულ მასალაზეც აკეთებს, სადაც ნაციონალების მარნეულის ორგანიზაციაში ,,აგრესიულად განწყობილ მუსულმანთა ჯგუფის" გაწევრიანებაზე და ირანის უშიშროების ინტერესებზეა საუბარი.

,, დღეისთვის ჩვენი პარტიის რაიონულ ოფისში 120 ადამიანია გაწევრიანებული. თავდაპირველად, როდესაც პარტიის წევრების მიერ მოხდა ჩემი არჩევა, მათი რიცხვი 66 იყო, ახლა გაიზარდა - ჩვენ რიგებს კიდევ შემოუერთდებიან. ახალგაზრდულ ფრთას კამრან მემედოვი ხელმძღვანელობს. მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს ორშაბათიდან დავიწყებთ.

რაც შეეხება სტატიას, ჩვენ თითქოსდა  რადიკალურ მუსულმანობაზე და ირანზე - გეტყვით, რომ წავიკითხე და უფრო გამეცინა ვიდრე ვინერვიულე. რაც წერია სიმართლეს არ შეესაბამება. ერთადერთი სიმართლე ეწერა ის, რომ მე მუსულმანი ვარ. რაც შეეხება რადიკალიზმს, ჩვენი სარწმუნოება არ ცნობს ამას - მისთვის ყველა რელიგია პატივსაცემია. ირანთან კი არც ფინანსური და არც სხვა სახის კავშირი არ მაქვს. ეს საუბრები ვფიქრობ იმან გამოიწვია, რომ გავაქტიურდით და ჩემმა გამოჩენამ პარტიის წევრების რაოდენობა გაზარდა", - საუბრობს ახმედ იმამყულაევი. ამბობს, რომ დღეისთვის მას პოლიტიკურ საქმიანობაში ხელს ადგილობრივი პოლიცია და უშიშროება არ უშლის.

რაიონში ,,აქტიურ მუშაობას" გეგმავს. კითხვაზე სამუშაო დღეს, რატომ არის მათი ოფისი დაკეტილი ამბობს, რომ ჩვენ შუადღეს ვესტუმრეთ - ამ დროს კი მეჩეთში ლოცვებს ესწრება. პარტიის საარჩევნო სიების თემაზე კი აცხადებს, რომ ვერ ისაუბრებს რადგან აღნიშნულ საკითხზე მუშაობას ახლა იწყებენ.                                      

 

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია