სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  07:31 
რუსთავის სპორტკომპლექსში საშხაპეები და სველი წერტილები მოწესრიგდება - 01 აპრილი 2014

დღეს რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსს ადგილობრივი ხელისუფლება სტუმრობდა. კომპლექსის ადმინისტრაციას და კალათბურთელებს რუსთავის მერი, დავით ჯიქია შეხვდა. ჯიქიამ სპორტკომპლექსის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და განაცხადა, რომ თვითმმართველობა სპორტსმენების გარემოს გაუმჯობესებისთვის, გაარემონტებს არსებულ საშხაპეებს და სველ წერტილებს.

,, ნამდვილად ძალიან კარგი ინიციატივაა. საშხაპეები ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის. მათთვის ვარჯიშის შემდეგ მოწესრიგება აუცილებელია. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მეორე დარბაზის გარემონტებაზე, სადაც წარსულში საცურაო აუზი იყო. ეს საკითხიც მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მოსწავლე გვყავს და ვარჯიში სრული დატვირთვით ვერ ტარდება", - საუბრობდა, სპორტკომპლექსის მწვრთნელი, ირაკლი მებურიშვილი.

მეორე დარბაზის რეაბილიტაციის საკითხზე, გასული წლის ოქტომბერში სპორტკომპლექსში რუსთვის მაჟორიტარმა, ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა. მან სპორტკომპლექსის საკალათბურთო გუნდს სპორტული ფორმები გადასცა და განაცხადა:

,, რუსთავში ყოველთვის მაღალი დონე იყო სასპორტო ხელოვნებაში და არასოდეს ჩამოუვარდებოდა თბილისს. დღეს, ამ მხრივ არსებობს პრობლემები და მათ მიხედვა სჭირდება. მე პირადად ვესაუბრე სპორტის მინისტრს და რუსთაველებს არა მხოლოდ სპორტული ფომებით, არამედ გვერდში დაუდგებიან და მხარდაჭერა ექნებათ ახალი დარბაზის მშენებლობაშიც."

აღნიშნული კომენტარი რუსთავის მაჟორიტარმა ექვსი თვის წინ გააკეთა.

პ.ს ფოტოს წყარო რუსთავის თვითმმართველობა.

ამავე თმაზე: სპორტკომპლექსის პრობლემები და ახალი ფორმები ამ პრობლემებში მყოფ სპორტსმენებს

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია