სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  09:28 
მიტოვებული მშენებლობების გამოწვეულ პრობლემებზე რუსთავის მერი საუბრობს - 01 აპრილი 2014

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" რუსთავში შეჩერებული მშენებლობების საკითხზე მუშაობს. კერძოდ ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს დაცულია, თუ მოქალაქეთა უსაფრთხოება - არის თუ არა მიტოვებული მშენებლობები საზოგადოებრივი სივრცისგან იზოლირებული.

აღნიშნული პრობლემა სახეზეა რუსთავის მეგობრობის და შარტავას გამზირებზე მდებარე სამ ობიექტთან. საზოგადოებრივი სივრციდან იზილირებული არაა იუსტიციის სახლის წინ არსებული მშენებლობა, სადაც პროკურატურა უნდა აშენებულიყო. ასევე შემოღობილი არაა სასტუმრო ,,რუსთავთან" წლების განმავლობაში არსებული ორი 5 მეტრიანი ორმო და ობიექტი შარტავას გამზირზე, სადაც სპორტის სასახლე უნდა აშნებულიყო.

აღნიშნული პრობლემის შესახებ რუსთავის მერი დავით ჯიქია აცხადებს, რომ თვითმმართველობა ვერ შემოღობავს სხვის სარგებლობაში არსებულ ობიექტს, რადგან ამ შემთხვევაში გაწეული ხარჯი არამიზნობრივი იქნება - ეს კი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. ამბობს, რომ იუსტიციის სახლის წინ შეჩერებული მშენებლობა ეროვნულ არქივს გადაეცა და მისი ინფორმაციით მშენებლობის გაგრძელება იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ობიექტზე პასუხისმგებლობა ეროვნულ არქივს დაეკისრება.

,, რაც შეეხება სპორტის სასახლეს, ძალიან ძვირიანი პროექტია, თუ ქალაქი შეძლებს მის აშენებას - ის ორმო რომელიც მან არის საჭიროა", - საუბრობს, ჯიქია. ამბობს, რომ თვითმმართველობის საკუთრებაშია გადასული სასტუმროს წინ არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც ამჟამად ორი ორმოა. აცხადებს, რომ თუ ვერ მოხდება მათი გასხვისება მაშინ მერია საწყის ეტაპზე მათ გარშემო ყვითელ ლენტს გაავლებს, მოგვიანებით კი მათ შემოსაღობად ტენდერს გამოაცხადებს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია