სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020 წ.  07:19 
აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღე რუსთავში - 02 აპრილი 2014

დღეს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე" აღნიშნეს. ცენტრის ინიციატივით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სფეროს ექსპერტმა, ნინო მარუაშვილმა აუტიზმის შესახებ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს გააცნო. მარუაშვილის განცხადებით აუტიზმის შესახებ საზოგადოებას არ აქვს სწორი და საკმარისი ინფორმაცია - შედეგად კი აუტისტი ბავშვების მიღება უჭირს.

,, 2007 წლის 23 აპრილიდან აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღე. აღნიშნული გულისხმობს აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ფართო მასებში. თუ რას ნიშნავს აუტიზმი, როგორ უნდა მივიღოთ ეს ადამიანები და როგორ უნდა ვიურთიერთობოთ მათთან", - საუბრობდა ნინო მარუაშვილი.

დისკუსიის მონაწილეებს აღნიშნულ სფეროში უცხოელი სპეციალისტების მიღწევები და მეთოდები გააცნო. ,, აუტიზმი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო 4-5-ჯერ უფრო მეტად გვხვდება ბიჭებში, ვიდრე გოგოებში. აუტიზმის დადგენას, რაც შეეხება უცხოეთში ჩვენგან განსხვავებით ეს 8 თვის ასაკიდან ხდება",  - დასძენდა.

დღეისთვის აუტიზმი არ არის განკურნებადი, თუმცა თანამედროვე მედიცინა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს აუტისტი ბავშვებისთვის ფუნქციონალური ჩვევების გამომუშავება, რაც  საზოგადოებაში ცხოვრებისთვის აუცილებელია.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2020 ყველა უფლება დაცულია