შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:48 
პრობლემები, რომლებითაც მიმართავენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს ქვემო ქართლში - 03 აპრილი 2014

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა რა პრობლემებით აკითხავენ დახმარებისთვის, სახალხო დამცველის წარმომადგენელს ქვემო ქართლში. რეგიონში უჩა ნანუაშვილის წარმომადგენელი ლეილა მამედოვა აცხადებს, რომ მათთან დახმარებისთვის მისული საზოგადოების ძირითადი პრობლემები სოციალური ხასიათისაა.

,, ძირითადი პრობლემა ეხება იმას, რომ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, რაც ენის უცოდინრობით არის გამოწვეული. კონკრეტულად, რომ ვისაუბროთ ამ მიზეზით არ იციან როგორ მიიღონ სოციალური დახმარება, ვის მიმართონ, არ ფლობენ ინფორმაციას სრულად სახელმწიფო დაზღვევის საყოველთაო პროგრამის შესახებ. ხშირად, მოგვმართავენ ისეთ დროს, როდესაც თვლიან რომ სოციალური დახმარება უსამართლოდ შეუწყდათ და არ იციან ვის მიმართონ.

თუმცა აქვე ვიტყვი, რომ აღნიშნული პრობლემა რაც ენის უცოდინრობას უკავშირდება ნაკლებად ეხებათ 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რადგან მათ უფროს თაობაზე უკეთ იციან ქართული ენა", - საუბრობს, მამედოვა.

ამბობს, რომ ასევე პრობლემაა დასაქმების კუთხით, რადგან ხშირად სამუშაოს ვერ პოულობს მოქალაქე, რომელსაც უმაღლესი განათლებაც აქვს და სახელმწიფო ენაც იცის.

,, რაც შეეხება პოლიციის მუშაობას. შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციისა და პროკურატურის მიმართ ერთნაირი პრეტენზიები აქვთ. კერძოდ გვქონია შემთხვევები, როდესაც მოქალქეები ითხოვდნენ, რომ აღნიშნული უწყებების მუშაობა იყოს უფრო მობილური და სწრაფი, რადგან მიმართვის შემდეგ პრობლემის მოგვარება შენელებული ტემპით ხდება", - დასძენს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში.

ამბობს, რომ  მისი აზრით რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემა ნაადრევი ქორწინებები მარნეულში - ისეთივე მასშტაბურ პრობლემას აღარ წარმოადგენს, როგორც ეს  10 წლის წინ იყო. აცხადებს, რომ ამგვარი პრობლემით მათთვის ამ ეტაპზე არავის მოუმართავს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია