შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:40 
მგზავრთა გადამყვანი შპს-ების ნაწილი აქციებს აგრძელებს - 05 აპრილი 2014

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი შპს-ების ნაწილის საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყანა ადევნებს თვალყურს. მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილები აცხადებენ, რომ მათ ბიზნესს ,,ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე ართმევთ. კონკურსის გამომცხადებელი რუსთავის მერია ირწმუნება, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ დააკმაყოფილა საკონკურსო პირობები, რაც კომისიის მიერ იყო დადგენილი - შესაბამისად თბილისის მიმართულებით, მხოლოდ ის აღმოჩნდა მგზავრთა გადამყვანი კომპანია.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს კახი კალაძეც. მიუხედავად ამისა, დღეს ,,ოცნების" ოფისთან, უკვე მეორედ იმართება ხმაურიანი აქცია.

აქციის ადგილად პოლიტიკური პარტიის ოფისის შერჩევას საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანად მიიჩნევს რუსთავის მერი, დავით ჯიქია. ამბობს, რომ პროცესები გასცდა სოციალურ ჭრილს და აქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარე მოვლენებში ორგანიზაცია ,,თავისუფალი ზონა" არის ჩართული.

ჯიქიასთვის, რომელიც ამავე დროს არის ,,ქართული ოცნების" რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი, საკუთარი პარტიის სათაო ოფისთან ხმაურიანი აქცია განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. აქციების მიმდინარეობის ფონზე მან მერიაში, უკვე მეორედ გამართა ბრიფინგი. აცხადებს, რომ მზადაა აქციის მონაწილეებთან დიალოგისთვის, თუმცა მისთვის მიუღებელია მგზავრთა გადამყვანი შპს-ების ადვოკატი, რევაზ რიჟამაძე. ამბობს, რომ აღნიშნული პირი არ არის საკითხის მოგვარებისა და დიალოგისკენ განწყობილი - შესაბამისად მასთან საუბარს აზრი არ აქვს.

პროტესტის გამომხატველ შპს-ებს და მასში შემავალ ინდივიდუალურ მეწარმეებს - კონკრეტულ შემოთავაზებას უკეთებს გამარჯვებული კომპანია ,, ინტერ ტრანსი".

კომპანიის ხელმძღვანელის, ზაზა ლომიძის განცხადებით ის მზადაა იმ მძღოლებს, რომლებიც ხაზებზე საკუთარი ძვირადღირებული ტრანსპორტით მუშაობდნენ ალტერნატივა შესთავაზოს. ,, ჩვენ მძღოლების ამ ნაწილს შევთავაზეთ დასაქმება გლადანის ავტოსადგურიდან საქალაქთაშორისო მარშუტებზე. გუშინ იყო მცდელობა შექმნილიყო ნდობის ჯგუფი. თავიდან მძღოლები დაგვთანხმდნენ დიალოგზე, თუმცა შემდეგ მოვიდა მათი ადვოკატი რიჟამაძე და მოლაპარაკებები ჩაიშალა. გამოიკვეთა ამ ადამიანის ვიწრო პარტიული ინტერესები", - საუბრობდა, ზაზა ლომიძე.

მან ასევე კომენტარი გააკეთა, აქციის მონაწილეთა განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მათი თქმით, კომპანია გლდანის ავტოსადგურში დასაქმების შემთხვევაში ყოველდღიურად 200 ლარიან გადასახადს უწესებთ. ლომიძის განცხადებით, აღნიშნულ მძღოლებთან თანხაზე საუბარი არ ჰქონია.

აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.  სიტუაციის განმუხტვას და პროტესტის გამომხატველთა დიალოგის რეჟიმში გადაყვანას ქვემო ქართლის გუბერნატორი, გიორგი მღებრიშვილი ცდილობს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია