შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:03 
რუსთავისთვის განკუთვნილი ყვითელი სამარშუტო ტაქსები დასაქმებას გლდანის ავტოსადგურზე უცდიან - 07 აპრილი 2014

რუსთაველი მგზავრთა გადამყვანი კომპანიების ნაწილი, რომლებიც თითქმის ორი თვეა პროტესტს გამოთქვამენ - მზად არიან დიალოგის რეჟიმში ადგილობრივ ხელისუფლებასა და კონკურსში გარჯვებულ კომპანიასთან გადავიდნენ.

ერთ-ერთი კონკრეტული შემოთავაზება, რაც მათ ამ დროისთვის შპს ,,ინტერ ტრანსისგან" მიიღეს ასეთი იყო:  „ ვიცით, რომ მძღოლების ნაწილს ახალი მანქანების შეძენის გამო, ბანკის ვალი აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანია საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დასაქმებას სთავაზობს. ჩვენ გვაქვს მეორე კომპანია „რეგიონ ლოჯისტიკი", რომელსაც აქვს გლდანში ავტოსადგური. ჩვენ გვყავს მანქანები, მაგრამ თუ მფლობელების სურვილი იქნება, საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მათ სამარშუტო ტაქსებს დავასაქმებთ",-აცხადებდა ,,ინტერ ტრანსის" ხელმძღანელი, ზაზა ლომიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას აქციის მონაწილეები პასუხობდნენ, რომ შპს გლდანის ავტოსადგურიდან საქალაქთაშორისო ხაზებზე დასაქმების შემთხვევაში, მათგან ყოველდღიურად 200 ლარამდე თანხას ითხოვს. აღნიშნულ ბრალდებებს ლომიძე პასუხობდა, რომ მას მძღოლებთან თანხაზე საუბარი არ ჰქონია.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა რა შრომითი პირობებით მუშაობენ გლდანის ავტოსადგურზე ამჟამად მძღოლები. თუმცა აღმოჩნდა, რომ „რეგიონ ლოჯისტიკი"-ს გლდანის ახალი ავტოსადგური მოქმედი არაა.

,, მშენებლობა, უკვე ერთი წელია დასრულებულია. ალბათ წელს სადგური ამუშავდება. არ ვიცი რა მიზეზით გადაიდო მისი გახსნა. შენობა ორ სართულიანია, აქედან მისი მარჯვენა ფლიგელი არის ესპანელელების, მაცხენა ჩვენია.

თავიდან აქ, დასაქმებული ვიყავი მშენებლად, ახლა ვიცავ ობიექტს", - საუბრობს, ვანო ვეშაპიძე.

რუსთავისთვის განკუთვნილი ყვითელი სამარშუტო ტაქსები სადგურის წინ დგას. თითეულ მათგანს აწერია, რომელ ლოტზეა გამარჯვებული. ,, ნამდვილად კომფორტული და ახალი სამარშუტო ტაქსებია. მძღოლებს კი რაც შეეხებათ ამ კომპანიაში უკეთესი პირობები ექნებათ.

მე პირადად მევალება რუსთავის სამარშუტო ტაქსების პატრონობა, თუმცა ჯერ ,,ინტერ ტრანს"-ს ჩემთან ხელშეკრულება არ დაუდვია. რაც შეეხება 200 ლარიან გადასახადს, თქვენც ხედავთ ამ სადგურიდან ჯერჯერობით არ გადიან სამარშუტოები და ვინ უთხრა მათ ეს ინფორმაცია, საიდან მოიტანეს ჩვენთვის გაუგებარია", - აცხადებს, გელა ავალიშვილი, რომელიც ოფიციალურად არ არის კომპანიის თანამშრომელი, თუმცა ახალი ავტომობილების გაღების და ჩვენთვის ჩვენების საშუალება აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ,,ინტერ ტრანსი"-ს მფლობელი, ზაზა ლომიძე აქციის მონაწილე ახალი სამარშუტოების მძღოლებს ,,რეგიონ ლოჯისტიკის" გლდანის ჯერ არ გახსნილ ავტოსადგურში დასაქმებას სთავაზობდა - ლომიძე აღნიშნული სადგურის მესაკუთრე კომპანიის მოწილე არაა.  

მისი გვარი არ ფიგურირებს კომპანია ,, რეგიონ ლოჯისტიკის" მოწილეთა შორის. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრის ამონაწერში კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციად ლომიძის ელ. მისამართია მითითებული.

,,რეგიონ ლოჯისტიკის" წილის 60% კი ეკუთვნის მის დირექტორს - ზურაბ ლოსაბერიძეს, 13.32% - გვანცა ჯანაშიას, ხოლო 26.68% - შპს ,, თრეიდ სითი"-ს.

ლომიძის გვარი არ ფიგურირებას ,,თრეიდ სითი"  -ს მეწილეთა შორისაც.

შესაბამისად გაჩნდა კითხვა, როდესაც საჯარო განცხადებებში ლომიძე აცხადებს, რომ  ,, ჩვენ გვაქვს მეორე კომპანია რეგიონ ლოჯისტიკი" - ჩვენში ვის გულისხმობს.

საკითხზე კომენტარს ,,ინტერ ტრანსის" მედიასთან ურთიერთობის სამსახური აკეთებს. მათი განცხადებით ,,ინტერ ტრანსსა" და ,, რეგიონ ლოჯისტიკს" შორის არის გაფორმებული ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომელიც აძლევს კომპანიას იმის საშუალებას - გლდანის სადგურის საქალაქთაშორისო ხაზებზე სურვილის შემთხვევაში დაასაქმოს მძღოლები მათი ძვირადღირებული, სტანდარტების შესაბამისი  ავტომიბილებით.

პრესამსახურის ასევე აცხადებს, რომ დღეს ,,ინტერ ტრანსმა" მძღოლებს სხვა შემოთავაზებაც გაუკეთა. ამჯერად კომპანია აქციის მონაწილეებს სთავაზობს ახალი მიკროავტობუსების იმ ფასად შეძენას, რაც კომპანიას თავად დაუჯდა.

მოლაპარაკებები აქციის მონაწილეების ადგილობრივ ხელისუფლებასა და ,,ინტერ ტრანსს" შორის ხვალ დაიწყება. მანამდე კი გლდანის ავტოსადგურზე  ყვითელ სამარშუტო ტაქსებს საკონკურსო პირობებით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად ამზადებენ - აღნიშნულმა ტრანსპორტმა თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა 11 ლოტზე  ორ თვეში სრულად უნდა მოიცვას.

  

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია