შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:23 
შესაძლებელია, თუ არა პროტესტის გამომხატველი მგზავრთა გადამყვანი შპს-ების მოთხოვნის დაკმაყოფილება - 09 აპრილი 2014

გუშინ რუსთავის მგზავრთა გადამყვანი შპს-ების ნაწილის, მერიის და გამარჯვებული კომპანია ,,ინტერ ტრანსი"-ს სამმხრივი მოლაპარაკებები შედგა.

შეხვედრის შემდეგ თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი შპს-ების ადვოკატმა, რევაზ რიჟამაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფები მზად არიან გამარჯვებულ კომპანიასთან ითანამშრომლონ, როგორც პარტნიორთან და არა როგორც დამსაქმებელთან.

რიჟამაძე აცხადებდა: ,, შევთანხმდით პრინციპზე, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დამყარდება, როგორც ბიზნეს პარტნიორებს შორის, ჩვენი ურთიერთობა იქნება სამეწარმეო სამართლებრივი. ვიქნებით პარტნიორები და არა დაქირავებულები. ეს უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო.

შესაძლებლობა გამოვლინდა, რომ რუსთავის მერიის მხრიდან გაცემული ნებართვის  ნაწილი ჩვენზე გადმოვიდეს და თანაბარ პარიტეტულ საწყისებზე მოვემსახუროთ მგზავრებს. თანაბარი რაოდენობის ავტობუსებით და თანაბარი რაოდენობა პერსონალით, რაც საჭიროა მგზავრთა გადაყვანისთვის"

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" შეეცადა გაერკვია არსებობს, თუ არა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სამართლებრივი გზა.

რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე, სადაც მითითებულია ინფორმაცია მგზავრთა გადაყვანის საკონკურსო წესის და რიგი საკითხების შესახებ, რაც თვითმმართველობის დაგეგმილ სატრანსპორტო რეფორმას ეხება - არის გასაჯაროებული ხელშეკრულების ფორმა, რომელიც საკონკურსო პირობების თანახმად გამარჯვებულ კომპანიასთან იდება.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლში, საუბარია ნებართვით მოსარგებლე პირის მიერ აღნიშნული ნებართვის გასხვისების შესახებ.

მე-7 მუხლის 7.6 ქვეპუნქტში, საუბარი ნებართვის გამცემსა (ამ შემთხვევაში რუსთავის მერია) და ნებართვის მიმღებს შორის ხელშეკრულების შეწყვეტაზე, იმ შემთხვევაში თუ ნებართვით მოსარგებლე კომპანია აღნიშნულ ნებართვას სხვას გადასცემს - ნებართვის მიმცემის წინასწარი თანხმობის გარეშე.

,, ნებართვის გაცემა სხვა პირზე შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის გამცემთან წინასწარ შეთანხმებით, მის მიერ დადგენილი დამატებითი პირობებით და უამისოდ", - ვკითხილობთ ხელშეკრულების მე-7 მუხლის ე-ნაწილის 7.6 ქვეპუნქტში.

თუ რუსთავის მერიამ შპს ,,ინტერ ტრანსთან" თვითმმართველობის საიტზე გასაჯაროებული ხელშეკრულების ფორმით ისარგებლა - მაშინ, კომპანიას ნებართვის სხვისთვის გადაცემის უფლება მერიის თანხმობით აქვს, თუმცა აღნიშნულ ხელშეკრულებაში არაფერი წერია ნებართვის ნაწილობრივ სხვა კომპანიისთვის გადაცემის წესსა და იმ დათქმებზე, რომლითაც უნდა იმოქმედოს ამგვარი ვითარების დროს მერიამ და გამარჯვებულმა კომპანიამ.

რა ფორმით დააკმაყოფილებს გამარჯვებული კომპანია და რუსთავის მერია პროტესტის გამომხატველი შპს-ების მოთხოვნას ამ დღეებში გაირკვევა. მორიგი შეხვედრა მათ შორის 11 აპრილს შედგება.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია