შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:15 
გარდაბანში ,, ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის დასაფუძნებლად სამზადისი დაიწყო - 10 აპრილი 2014

გარდაბნის რაიონის ,,ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც როგორც საპარლამენტო ასევე საპრეზიდენტო არჩევნების დროს  ,,ოცნების" საარჩევნო შტაბებში მუშაობდნენ, აცხადებენ რომ არ აქვთ ინფორმაცია როდის ტარდება რაიონში ,,ოცნების" სადამფუძნებლო კონფერენცია. მიუხედავად ამისა, უკვე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ,,ოცნება" ამ დღეებში გარდაბანში კონფერენციას ატარებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად პარტიამ დაიწყო კონფერენციისთვის დარბაზის შერჩევა და დახმარებისთვის გამგეობას მიმართა.

გარდაბნის გამგებლის თანაშემწის, ირინა ზურაბიანის თქმით მას დაევალა ოცნებისთვის ტექნიკურად გამართული დარბაზის შესახებ ინფორმაციის მოძიება. ზურაბიანი ამბობს, რომ აღნიშნულის გარდა მან კონფერენციის სხვა დეტალები არ იცის. ,, რაც შეეხება შაბათს მე არ დამისახელებია ეს დღე, რადგან არ ვიცი როდის ტარდება კონფერენცია. უბრალოდ ითხოვეს ტექნიკურად გამართული დარბაზი, სადაც შესაძლებელია კონფერენციის ჩატარება", - საუბრობს, ზურაბიანი.

გარდაბნის თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ელისო აკოფაშვილის განცხადებით კი მას ზურაბიანი აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა  და ასეთ დარბაზად მან ზურაბიანს გარდაბნის კულტურის სახლი დაუსახელა. აკოფაშვილი ამბობს, რომ საუბარი იყო შენობის შაბათისთვის გამოყენებაზე, თუმცა დაზუსტებით  ტარდება თუ არა კონფერენცია კვირის ბოლოს - არ იცის.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს ,, ოცნების" გარდაბნის აქტივისტებში. მათი ნაწილი, 22 მარტს ,, ქართული ოცნების" სათაო ოფისთან შეიკრიბა და განაცხადა, რომ პარტია არ ითვალისწინებს მათ აზრს და რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად, სადამფუძნებლო კონფერენციაზე, აქტივისთვის მიუღებელი კადრის დანიშნვას გეგმავს.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის საკითხზე ინფორმაციას ,,ქართული ოცნების" სათაო ოფისიდან ელის.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია