შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  03:29 
,, მატყუარა მთავრობა, გააგრძელე ავტობანის მშენებლობა“ - ნაციონალების აქცია რუსთავში - 11 აპრილი 2014

,, მატყუარა მთავრობა, გააგრძელე ავტობანის მშენებლობა" , - ამ ლოზუნგმა დღეს რუსთავის ,,ნაციონალური მოძრაობა" და მათი მხარდამჭერები ლილოს ხიდთან შეკრიბა.  ნაციონალების მერობის კანდიდატმა რუსთავში, მამუკა ჩიქოვანმა ამჟამინდელი მთავრობის, ,,უმოქმედობაზე" ისაუბრა.

ჩიქოვანი აცხადებდა, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა ხელისუფლების უნიათობის გამო შეჩერდა და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მინისტრი, ყოველ ექვსთვეში ერთხელ ცრუ დაპირებებს ავრცელებს. დასძენდა, რომ ავტობანი არ არის რუსთავში ერთადერთი შეჩერებული პროექტი. ,,სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერი შეჩერებული პროექტი.  ჩვენ მივალთ ქალაქში შეჩერებულ სხვა პროექტებთანაც და იქაც ამ შინაარსის ბანერებს გავაკრავთ.

დღეს მივიღეთ გაჩერებული რუსთავი, მივიღეთ უმუშევრობის ზრდა და არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას", - საუბრობდა ჩიქოვანი.

პარტიის საინფორმაციო ხასიათის აქციას ესწრებოდნენ ადგილობრივი აქტივისტები, რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი, ააიპ ,,რუსთავის კორპუსი"-ს და ჭყონდიდელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები. აქციის ორანიზაციულ საკითხებს აგვარებდა ,,თავისუფალი ზონა". ღონისძიება ექსცესების გარეშე პირველ საათზე დაიწყო და ერთ საათში დასრულდა.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა" ავტობანთან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო ოფიციალური კომენტარები მოიძია. ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანის 14 მარტს გაკეთებული განცხადების თანახმად, ავტობანის ასაშენებლად ტენდერით გამოვლენილ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულება დაიდო და მშენებლობა 20 აპრილს დაიწყება. სამუშაობის ამ დღეებში დაწყებაზე სააგენტო ,,ინტერპრესნიუსთან" საუბრობს რუსთავის მერი, დავით ჯიქიაც. აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობა უახლოეს დღეებში იწყება.

პ.ს ფოტომასალა იხილეთ პორტალის facebook-ის გვერდზე.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია