შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:21 
,,ინტერ ტრანსი“ კონკურსით მოპოვებული ნებართვის დათმობას არ აპირებს - 11 აპრილი 2014

დღეს ქვემო ქართლის გუბერნიაში თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი კომპანიების ნაწილის, კონკურსში გამარჯვებული შპს ,,ინტერ ტრანსი"-ს და რუსთავის მერიის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ამჯერად პროტესტის გამომხატველი შპს-ები და მათში შემავალი ინდივიდუალური მეწარმე მძღოლები - პირველი შეხვედრის დროს მათ მიერ დასახელებულ წინადადებაზე პასუხს ელოდნენ. შეგახსენებთ, რომ მათი მოთხოვნა იყო კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ მათთან ითანამშრომლოს, როგორც ბიზნეს პარტნიორთან და მოხდეს კონკურსის შედეგად ,, ინტერ  ტრანსის" მიერ მოპოვებული მგზავრთა გადაყვანის ნებართვის - ნაწილობრივ მათზე გავრცელება.

აღნიშნული მოცემულობა მისაღები არ აღმოჩნდა ,,ინტერ ტრანსისთვის". კომპანიის წარმომადგენელმა თეიმურაზ გაგუამ განაცხადა, რომ კომპანია მზადაა მორიგ შეხვედრაზე იურისტებთან ერთად განიხილოს მძღოლების სხვა შემოთავაზება, სადაც საუბარია ამჟამად ხაზებზე მომუშავე შედარებით ახალი ავტომობილების დარჩენის შესახებ. ,, დღეს ჩვენი მხრიდან უპირობოდ იქნა გამოცხადებული, რომ ნებართვის მფლობელებად ვრჩებით  ჩვენ",- საუბრობდა, გაგუა.

მოლაპარაკებებიდან  გამოსული მძღოლების ნაწილი კი აცხადებდა, რომ შემდეგ შეხვედრას აზრი არ აქვს. ,, ასეთი მოლაპარაკებებით ხდება, უბრალოდ დროის წაღება - სხვა შედეგი არაფერია. დავსხდებით და გადავწყვიტავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ" - საუბრობდა ერთ-ერთი მძღოლი, ილია ბერიძე.

მიუხედავად მძღოლების უკმაყოფილებისა, გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი იმედს გამოთქვამდა, რომ დიალოგით შესაძლებელია მხარეებისთვის კომპრომისული ვარიანტის პოვნა. საუბრობს, რომ მორიგი შეხვედრა მხარეების იურისტებს შორის გაიმართება, თუმცა შეხვედრის კონკრეტული თარიღი არ არის დაზუსტებული.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია