შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:23 
პროფკავშირის ინფორმაციით რუსთაველ მძღოლებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება - 14 აპრილი 2014

დღეს რუსთავის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან რუსთაველ მძღოლებთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა.

ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ლავრენტი ალანიამ და უფლებათადამცველმა, ლევან ჩიტაძემ განაცხადეს, რომ რუსთაველ მძღოლებზე ფიზკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება.

"დღეს დილით ჩემთან შემოვიდა ზარი, რომ ერთ-ერთი მძღოლი კახა დარჩიაშვილი არის ნაცემი, იმის გამო, რომ კომპანია "ინტერტრანსში" დაფიქსირდა და თანხმობა განაცხადა მუშაობაზე. ამასთანავე მძღოლები, რომელთაც თანხმობა განაცხადეს და მზად არიან "ინტერტრანსში" იმუშაონ, თითოეული არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მათგან კომპანიაში შეტანილი განცხადების უკან გატანას მოითხოვენ", - საუბრობდა ლავრენტი ალანია.

ჩიტაძის განცხადებით კი ხაზების ე.წ მეპატრონეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში სახელმწიფოსგან გადასახადებს მალავდნენ.

"დღეს ვაპირებ მივმართო ფინანსურ პოლიციას და მოვითხოვო ლევან მჭედლიძის, ზაზა ჩიხრაძის, გოგიტა ვარდიაშვილისა და შმაგი მიქელაძის ირგვლივ დაიწყოს გამოძიება. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები არიან ე.წ. ხაზების მეპატრონეები და წლების განმავლობაში, ყოველწლიურად უკანონოდ აბრუნებდნენ 5 მლნ 450 ათას ლარს, რაც არ იბეგრებოდა და ბიუჯეტის გვერდის ავლით მათ ჯიბეებში ილექებოდა. ასევე გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანები თანხის ნაწილს წილის სახით უყოფდნენ სხვა ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ფულს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობისთვის იყენებდნენ", - საუბრობდა, ჩიტაძე.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია