შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:25 
,, ჩვენი თხოვნაა დამნაშავე ელემენტი არ მართავდეს გარდაბნის რაიონს“ - 14 აპრილი 2014

დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორს, გიორგი მღებრიშვილს გარდაბნის რაიონის ,,ქართული ოცნები"-ს აქტივის ნაწილი სტუმრობდა. გუბერნატორს რაიონის ამჟამინდელი გამგებლის, ამბაკო ავალიანის უფლებამოსილების შეჩერება სთხოვეს. გუბერნიასთან მისულები, რომელთა შორისაც იყო ,,ქართული ოცნებს" საპრეზიდენტო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ჯაბა ლურსმანაშვილი, აცხადებდნენ რომ რაიონს მართავს სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი - ამბაკო ავალიანი.

შეგახსენებთ, რომ ლურსმანაშვილმა ერთი თვის წინ განაცხადა, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა გარდაბნის გამგეობის წინ, იმჟამად გამგებლის მოადგილის სტატუსით მყოფმა ამბაკო ავალიანმა მიაყენა.

შეკრებილებთან შეხვედრა გუბერნატორმა მედიის გარეშე ისურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მან და გუბერნიიდან გამოსულმა გარდაბნელებმა რადიკალურად განსხვავებული განცხადებები გააკეთეს.

,, ჩვენი თხოვნაა დამნაშავე ელემენტი არ მართავდეს გარდაბნის რაიონს. ნუთუ ამხელა რაიონში ერთი წესიერი ადამიანის პოვნა გაჭირდა?! გუბერნატორმა განაცხადა, რომ მოკლე დროში იქნება ცვლილებები და დაახლოებით ერთი კვირა ითხოვა. ჩვენ რა თქმა უნდა, დავიცდით ეს ერთი კვირა და დაველოდებით რას მოიმოქმედებს. რაც შეეხება ამბაკო ავალიანს, რომელიც არის გარდაბნის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მან უკვე დაიწყო საკუთარი ნათესავების დასაქმება", - საუბრობდა, ,,ქართული ოცნების" წევრი ლელა გოგოჭური, რომელიც ამავე დროს არის გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი.

გუბერნატორთან შეხვედრიდან დაიმედებული გამოვიდა ჯაბა ლურსმანაშვილიც. ,, ჩემი კითხვა იყო რატომ დაინიშნა ეს ადამიანი გამგებლად, მაშინ როდესაც ამ დანიშნვამდე ორი დღით ადრე ფიზიკურად გამისწორდა. გუბერნატორი ამბობს, რომ ეს დანიშნვა არის დროებით და თვითონ ითხოვს დროს. ჩვენ რა თქმა უნდა, ერთ კვირასაც მოვიცდით და რამდენიმე დღეს არ გამოვეკიდებით, მთავარია სამართლიანობამ იზეიმოს", - საუბრობს ლურსმანაშვილი.

თავად შეხვედრიდან გამოსული გუბერნატორი ეცადა კომენტარის გარეშე გაგვქცეოდა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) მოუცლელობის მიზეზით, თუმცა მისგან მცირე ინფორმაციის მიღება მოხერხდა.

,, მე საკადრო საკითხებში არ ვერევი. ჩემ კომპეტენციაში არ შედის გამგებლის არც დანიშნვა და არც განთავისუფლება. შესაბამისად არავის არაფერს დავპირებივარ. რაც შეეხება ავალინის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, დაველოდოთ გამოძიებას, მე არც ამ უწყების მუშაობაში ვერავი", - აცხადებდა, მღებრიშვილი.  

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია