შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:55 
,,ინტერ ტრანსი“-ს შემოთავაზება რუსთაველ მძღოლებს - 14 აპრილი 2014

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა კონკურსით ,,ინტერ ტრანსმა" მოიპოვა, თუმცა კომპანია ხაზების ადგილობრივი მძღოლებით დაკომპლექტებს ვერ ახერხებს. დღეს კომპანიის ოფისთან საპატრული პოლიციის ეკიპაჟები საათობით მორიგეობდნენ. აცხადებდნენ, რომ დასაქმებულ და პროტესტის გამომხატველ პირებს შორის კონფლიქტის ასაცილებლად იყვნენე ამოსულები.

,,ინტერ ტრანსი"-ს დირექტორი, მამუკა მუმლაძე კი აცხადებდა, რომ ვერ დაგვისახელებდა იმ ადგილობრივი მძღოლების რაოდენობას ვინც მათთან თანამშროლობას დათანხმა. ამბობდა, რომ მათზე ხაზების ე.წ მეპატრონეები და მძღოლების ნაწილი ზეწოლას ახდენს.

,, ჩვენ მზად ვართ შევუქმნათ მძღოლებს ისეთი პირობები, რომ მათი ხარჯი ამჟამინდელზე დიდი არ იყოს. რეალურად კი მათ ჩვენთან თანამშრომლობით უკეთესი შრომითი პირობები და შემოსავალი ექნებათ. ჩვენ ვიცით ეს სფერო და კარგად გვაქვს გააზრებული, რომ მძღოლი რომელიც არ არის თავისი პირობებით კმაყოფილი არ გიმუშავებს", - საუბრობდა მუმლაძე. ამბობდა, რომ კომპანია რუსთავის მერიის თანხობის და შესაბამისი სამართლებრივი ფორმის შექმნის შემდეგ მზადაა თბილისის მიმართულებით არსებულ ხაზებზე დატოვოს ის მძღოლები, რომელთა ტრანსპორტის მდგომარეობა კარგია და 2005 წელზე ნაკლები არაა. მუმლაძე ამბობდა, რომ ასეთი სამარშუტოების რაოდენობა დაახლოებით 50-ია და წესით ასეთ შემოთავაზებას უნდა დათანხმდნენ მძღოლები, რომელთაც ტრანსპორტი ბანკის კრედიტებით შეიძინეს და რთულ მდგომარეობაში არიან.

აღნიშნულ განცხადებაზე რუსთავის მერიიდან პასუხობენ, რომ საკონკურსო პირობებით მსგავსი რამ შესაძლებელია და დამატებითი სამართლებრივი რეგულაციების შექმნა არ არის საჭირო.

თავად პროტესტის გამომხატველი მძღოლების ნაწილი და ხაზების ე.წ მეპატრონეები აცხადებენ, რომ  აღნიშნული შეთავაზება არ არის მათთვის მისაღები, რადგან ისინი დაქირავებულის სტატუსით კომპანიასთან არ ითანამშრომლებენ.

შეგახსენებთ, რომ მძღოლების ნაწილი და ხაზების ე.წ მეპატრონეები ითხოვენ ჩატარებული კონკურსის გაუქმებას, ან მგზავრთა გადაყვანის ნებართვის ნაწილის მათთვის გადაცემას და ,,ინტერ ტრანსთან", როგორც ბიზნეს პარტნიორთან თანამშრომლობას.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია