შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  18:42 
ტრანსპორტის პროფკავშირი ხელისუფლებასა და ხაზების ე.წ მეპატრონეებს შორის ,,დაწყებულ გარიგებაზე“ საუბრობს - 16 აპრილი 2014

რუსთავის მერიის წინ ამჯერად აქცია ტრანსპორტის პროფკავშირებმა და შიდასაქალქო  ხაზებზე მომუშავე მძღოლების ნაწილმა მოაწყო.

ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია აცხადებდა, რომ თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი  ხაზების ე.წ მეპატრონეებმა და მათმა ადვოკატმა, რევაზ რიჟამაძემ დაიწყეს ხელისუფლებასთან ,,გარიგება" იმისთვის, რომ კონკურსი რუსთავის შიდა ხაზებზეც გამოცხადდეს და მათ შეძლონ საკუთარი ტრანსპორტის დასაქმება.

ალანია აცხადებდა, რომ პროფკავშირი აღნიშნულს არ დაუშვებს, რადგან მერიასთან უკვე დადებულია 2 წლიანი მემორანდუმი იმის შესახებ, რომ რუსთავის შიდა საქალაქო ხაზებზე კონკურსი 2 წლით გადავადდა.

,, როგორც მოგეხსენებათ რუსთავის მერსა და პროფკავშირს შორის დაიდო მემორანდუმი, რომ ორი წლით გადაიდებოდა შიდასაქალაქო ტენდერის გამოცხადება.

უკვე ფაქტიურად რუსთავი-თბილისის ე.წ ხაზების მეპატონეებმა დაიწყეს გარიგება ხელისუფლებასთან. თხოვნით მიდიანი, რომ ჩაატარონ ტენდერი რუსთავის შიდა ხაზებზე იმისთვის, რომ თავიანთი მანქანებით მიიღონ მონაწილეობა.

ჩვენ გვაქვს გარანტია მერიისგან, რომ ეს არ მოხდება მაგრამ არავის მივცემთა საშუალებას, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს.. ეს ხალხი არის პოლიტიზირებული - ერთი არის მერობის კანდიდატი, მეორე აქ, ასევე მონაწილეობენ ,,თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები", - აცხადებდა ლავრენტი ალანია.

აქციაზე მისული მძღოლებიც აცხადებდნენ, რომ პროფკავშირთან დადებული მემორანდუმის მიუხედავათ ესმით საუბრები იმის შესახებ, რომ შესაძლოა შიდა ხაზებზეც ჩატარდეს კონკურსი და ოფიციალურ პასუხს ითხოვე მერიისგან.

ხაზების ე.წ მეპატრონეებთან გარიგების შესახებ ინფორმაციას ჭორი უწოდა რუსთავის მერის მოადგილე, დავით სხირტლაძემ. შეკრებილებთან შესახვედრად გამოსული რუსთვის მერი, დავით ჯიქია კი აცხადებდა, რომ კონკურსი ვერ გამოცხადდება შიდა საქალაქო ხაზებზე, რადგან არ არის დათვლილი მგზავრთა ნაკადი. აცხადებდა, რომ მერია არ განიხილავს აღნიშნული კონკურსის ორ წელზე ადრე ჩატარების საკითხს და არ აპირებს პროფკავშირებთან დადებული შესაბამისი მემორანდუმის დარღვევას.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადამყვანი ხაზების ე.წ მეპატრონეების ადვოკატს, რევაზ რიჟამაძეს დაუკავშირდა. ჩვენ კითხვაზე რამდენად შეესაბამება სიმართლეს ლეიბორისტული პარტიის მიერ მისი რუსთავის მერობის კანდიდატად წარდგენის საკითხი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე გადაჭრით ვერაფერს იტყვის. რაც შეეხება ლავრენტი ალანიას ბრალდებებს, ამბობს რომ ბრალდება აბსურდულია და ხელისუფლებასთან რაიმე სახის გარიგების მცდელობას ადგილი არ აქვს.

,, მაშინ, როდესაც მე ვამბობ რომ კონკურსი არ უნდა ჩატარებულიყო და უკანონო იყო მისი ჩატარება, როგორ შეიძლება ამ განცხადებასთან ერთად მე ვითხოვდე, რომ ეს უკანონო  კონკურსი სხვა ხაზებზეც ჩატარდეს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების დღეში აღმოჩნდნენ სხვა მძღოლებიც?!", - კითხულობს რიჟამაძე.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია