კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:05 
მარნეულში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ სახლებს ითხოვენ - 17 აპრილი 2014

მარნეულის რაიონის ელევატორის დასახლებაში 23 წელია ჯავის რაიონიდან მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. რუსეთ-საქართველოს ომისა და მორიგო ოკუპაციის შედეგად, ამ ადამიანების კუთვნილ მიწებზე საქართველომ კონტროლი დაკარგა, შესაბამისად ჯავის ყოფილმა მაცხოვრებლებმა დევნილების სტატუსიც მიიღეს.

ერთდროულად დევნილებს და ეკომიგრანტებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სჭირდებათ. მათ დასახლებაში სამი კორპუსი აქვთ დაკავებული, აქედან ერთ-ერთს იყენებენ ბოსელად. საცხოვრებელ კორპუსებსა და ბოსელს შორის დაშორება 5-მეტრზე ნაკლებია. არ აქვთ ბუნებრივი აირი - სასმელი წყალი და კანალიზაცია საკუთარი ძალებით გაიყვანეს, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის კაპიტალურად გაკეთებული.

,, შენობები ავარიულია და ამიტომ ბუნებრივ აირს ვერავინ გაგვიყვანდა. სასმელი წყალი თვითონ შემოვიყვანეთ ეზომდე და ესეც კვირაში ორი დღე გვაქვს. რაც შეეხება კანალიზაციას აქვე თვითონ გავაკეთეთ საპირფარეშოები, რადგან საკანალიზაციო სისტემა აქ, არ არის.

ჩვენ არ ვითხოვთ ამ შენობების გარემონტებას. მთავრობამ მოგვცა აქვე მიწის ნაკვეთები, სადაც გზაცაა გაყვანილი და ჩვენ ვუვლით ამ ნაკვეთებს, ჩვენი თხოვნაა ამ ნაკვეთებში აგვიშენონ პატარა სახლები და სხვა არაფრით შევაწუხებთ მთავრობას. გვყავს საქონელი, ვეწევით სოფლის მეურნეობას და თუ გვექნება სახლები - შეიქმნება კიდევ ერთი ქართული სოფელი მარნეულის რაიონში"- საუბრობს დევნილი რიტა ბერიძე.

ამავე მოსაზრებას იზიარებენ დასახლების  სხვა დროებითი მაცხოვრებლები. ამბობენ დღეს მათი შვილები პირუტყვის სადგომის გვერდით იზრდებიან, თამაშობენ და ანტისანიტარია მათ ჯანმრთელობას აზიანებს. აცხადებენ, რომ წერილი ივანიშვილს მისწერეს მისი პრემიერ-მინისტრობის დროს და მან მათთან დევნილთა სამინისტროს კომისია გამოაგზავნა. გვიხსნიან, რომ თავიანთ პრობლემაზე საუბარი დევნილთა მინისტრთანაც და მის ადგილობრივ წარმომადგენლობასთანაც ჰქონდათ. ახლა კი კონკრეტულ ნაბიჯებს ელიან მათგან.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს - ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, მერაბ გოგსაძე ამბობს, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც აღნიშნულ ოჯახებს სურთ.

,, სულ 40 ოჯახი ცხოვრობს ამ დასახლებაში. მათ გადაცემული აქვთ მიწის ნაკვეთები 2 500 კვ.მ ფართობის. რადგან ეს ოჯახები ეწევიან სოფლის მეურნეობას, ჰყავთ თავიანთი პირუტყვი და ამით ირჩენენ თავს - ჩვენ სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ გეგმა, რომლის თანახმადაც მათ კუთვნილ მიწებზე ავუშენებთ ბელეტაჟის ტიპის სახლებს. აღნიშნული სახლების მშენებლობის თანხა სავარაუდოდ 10 ათასი დოლარი იქნება, თუმცა ეს კიდევ დაითვლება. რაც შეეხება კონკრეტულად, როდის დაიწყება მშენებლობა შემიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანების პრობლემა წელს მოგვარდება",- საუბრობს, მერაბ გოგსაძე.

თემაზე კომენტარს აკეთებს მარნეულის რაიონის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილიც. ამბობს, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რაიონში ახალი ქართული სოფლის შექმნას და ელევატორის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია