კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:07 
თვითმმართველობის არჩევნები და სხვადასხვა რაიონებში დისლოცირებული სამხედროები - 22 აპრილი 2014

მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე თავდაცვის სამინისტროს და შსს სამხედროებს, რომელებიც დისლოცირებული არიან ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში არჩევნებში მონაწილეობის უფლებას - საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლი განუსაზღვრავთ.

ხმის მიცემისას კოდექსი მათ აღნიშნულ უფლებას განსაზღვრავს იმის მიხედვით აღემატება, თუ არა 1 წელს მათი დისლოკაციის ადგილზე ყოფნა. მაჟორიტარის და მერის ასარჩევად კი ამომრჩევლის უფლებით სარგებლობისთვის  სამხედროთა უფლებას განსაზღვრავს, იმყოფებიან თუ არა იმავე ოლქის საზღვრებში, სადაც არიან რეგისტრირებულნი.

,, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია: ა.ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით
ჩატარებულ არჩევნებში და მერის/გამგებლის არჩევნებში;

ა.ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული

საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის
საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით", - ვკითხულობთ საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლში.

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სამხედროების შესახებ ინფორმაციას მათი დისლოკაციის ადგილზე არსებული ხელმძღვანელობა გადმოუგზავნით.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია