შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:28 
წინასაარჩევნოდ მარნეულსა და წალკაში 1 457 545 ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებენ - 23 აპრილი 2014

წლების განმავლობაში, წინასაარჩევნოდ ,,ტრადიციად" იყო ქცეული ინფრასტრუქტურული პროექტების რიცხვის ზრდა, რაც ამომრჩევლის განწყობაზე ახდენდა გავლენას და მმართველი გუნდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აკვირდება რეგიონში შემავალი მუნიცუპალიტეტების წინასაარჩევნოდ გამოცხადებულ ტენდერებს.

ჩვენი დაკვირების შედეგად იკვეთება რეგიონის ორი მუნიციპალიტეტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში, მაისსა და ივნისში იწყებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელას, რომელთა საერთო ღირებულებაც თითოეულ რაიონში 700 000 ლარს აღემატება.

საუბარი გვაქვს წალკის და მარნეულის მუნიციპალიტეტებზე.

წალკის მუნიციპალიტეტი 17 აპრილს აცხადებს 674.237 ლარიან ტენდერს. ,, პროექტი ითვალისწინებს წალკის მუნიციპალიტეტ სოფლებში წყლის სისტემების სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტით", - ვკითხულობთ სატენდერო განაცხადში.

ასევე 17 აპრილს წალკის მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს სოფელ ბარეთში ჭაბურღილის, რეზერვუარის, ელქტრო  გაყვანილობისა და შიდა ქსელის მოწყობაზე.  შესყიდვა კეთდება ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსებით და მისი სავარაუდო ღირებულება შეადგებს 93 308 ლარს. წინადადებების მოღების ბოლო ვადა არის 14 მაისი. სამუშაოები სატენდერო პირობების თანახმად ხელშეკრულების დადებისთანავე უნდა დაიწყოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტიც, 17 აპრილს აცხადებს ტენდერს 400 000 ლარიან შესყიდვაზე: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ წერეთლის შიდა გზების მოასფალტების სამუშაოების შესყიდვაზე".

ამავე დღეს მარნეული აცხადებს 200 000 ლარიან ტენდერს შესყიდვაზე, რომლითაც უნდა მოხდეს ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ბეგლიართან მისასვლელი გზის მოასფალტება."  ასევე აღნიშნული მუნიციპალიტეტი სხვა მომსახურებაზეც აცხადებს შესყიდვას, რომლის ღირებულებაც არის 117 000 ლარი. ამ შემთხვევაში ტენდერი გამოცხადებულია ,, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შიდა სარწყავი არხების გაწმენდის სამუშაოებზე."

საარჩევნო კოდექსის 49 მუხლი საარჩევნო სუბიექტების თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით  საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე გარკვეულ აკრძალვებს აწესებს. კერძოდ აღნიშნულ მუხლში საუბარია იმაზე, რომ იკრძალება არჩევებამდე 60 დღით ადრე ისეთი პრექტების დაწყება, რომელიც არ იყო მანამდე დაგეგმილი.

კოდექსის ეს მუხლი ვერ უმკლავდება არსებულ რეალობას, რადგან რომელი თვეს დაინიშნება არჩევნები წინასწარაა ცნობილი, მითუმეტეს მმართველი გუნდისთვის და სირთულეს არ წამოადგენს ბიუჯეტების იმგვარი დაგეგმვა, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროქტები წინასაარჩევნოდ დაიწყოს.

საერთო ჯამში წალკის მუნიციპალიტეტი წინასაარჩევნოდ დაიწყებს რაიონში პროექტების განხორციელებას, რომელთა საერთო ღირებულებაც 740 545 ლარს შედაგენს, მარნეულის მუნიციპალიტეტი კი რაიონის სოფლებში დაიწყებს 717 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია