შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:05 
რუსთავის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის შესახებ საუბრობს - 24 აპრილი 2014

,,საქართველოს გზის" რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მას წინასააარჩევნო კაპანიაში ხელს უშლიან. კობაიძის განცხადებით დღეს ის თანაპარტიელებთან ერთად იმყოფებოდა რუსთავის უფასო სასადილოში, სადაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან სურდა შეხვედრა.

,, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული უფასო სასადილოს ბენეფიციარები არიან უკმაყოფილოები საკვების კუთხით. ჩვენი ადგილზე ყოფნის დროს ქალბატონი, რომელიც ხელს გვიშლიდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში, მოითხოვდა კამერების გამორთვას და არ გვაძლევდა მოქალეებთან საუბრის საშუალებას. თავად კი არ ასახელებდა, რომელი უწყების წარმომადგენელი იყო. ერთადერთი განაცხადა, რომ არის მაია, თუ სწორად მახსოვს ხურცია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღნიშნული იყო დაგეგმილი რუსთავის მერიის მიერ და მოვუწოდებთ რუსთავის მერიას დაიცვას კანონი.

აღნიშნულ ვარაუდს გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ჩვენი იქ, ყოფნის დროს არა ერთხელ ჩვენმა თანაპარტიელებმა დააფიქსირეს, რომ თვალყურს გვადევნებდა რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახური. ასევე აღნიშნული ქალბატონიც იყო რეალურად დაინტერესებული მხარე იმაში, რომ ჩვენ ხელი შეგვშლოდა საარჩევნო კამპანიაში - ვფიქრობთ, რომ ისიც გახლდათ საჯარო მოხელე", - აცხადებს, ,,საქართველოს გზის" რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა" ამ ეტაპზე ვერ მიაკვლია, საჯარო მოხელეს ვინაობით მაია ხურცია.

თემაზე კომენტარს აკეთებს რუსთავის თვითმმართელობის პრესსამსახური. აცხადებენ, რომ მერიას არ აქვს კავშირი ალექსანდრე კობაიძესთან დაკავშირებულ ინციდენტთან. საუბრობენ იმაზე, რომ თვითმმართველობა უფასო სასადილოს პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მეშვეობით ახორციელებს. აღნიშნულ კომპანიას კი სხვა ვალდებულებებთან ერთად ევალება შენობის შერჩევაც და მერია არ წყვეტს აღნიშნულ შენობაში ვინ უნდა შევიდეს. აცხადებენ, რომ რუსთავის მერია არაა დაინტერესებული წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეეშალოს, რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს.

რაც შეეხება კვების ხარისხს თვითმმართველობის პრესსამსახური აცხადებს, რომ ამ დრომდე აღნიშნული სასადილოს ბენეფიციარებს კვების კუთხით პრეტენზიით მათთვის არ მიუმართავთ.  

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია