შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:05 
რუსთავის მერის წინასაარჩევნოდ გაჟღერებული ინიციატივა - 25 აპრილი 2014

გუშინ, რუსთაველი სტუდენტების ნაწილს რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჯიქია შეხვდა. შეხვედრას, შესაბამისი ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ დაესწრო ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი", თუმცა მოგვიანებით გაეცნო ღონისძიების დეტალებს.

აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთავის მერიის სოციალური ქსელის გვერდზე შემდეგი შინაარსის ტექსტი გამოქვეყნდა:

,, რუსთავის მერიაში, გარკვეული კატეგორიის სტუდენტებისთვის შეღავათიანი სამგზავრო ბარათების შემოღების პროგრამაზე მუშაობენ. ეს ინიციატივა, რუსთავის მერმა, უნივერსიტეტ ,,რვალში" გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც დედაქალაქში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში იღებენ განათლებას, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრობის საფასურის ნაწილს, თვითმმართველობა დაუფინანსებს. სოციალური პროგრამა, რომელიც ჯერ დამუშავების სტადიაშია, სავარაუდოდ მომავალი საბიუჯეტო წლიდან ამოქმედდება",- ნათქვამია მერიის სოციალური ქსელის გვერდზე.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" დაინტერესდა, რატომ გააჟღერა აღნიშნული ინიციატივა რუსთავის მერმა, რომელიც ამავე დროს არის პარტია ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, წინასაარჩევნო პერიოდში. კითხვა გაჩნდა მის მიმართ, რადგან არაოფიციალური ინფორმაციით კოალიაცია ,,ქართული ოცნება" რუსთავის მერობის კანდიდატად მის დასახელებას გეგმავს.

ჯიქია ამბობს, რომ სტუდენტებთან აღნიშნული ინციატივის გასაჟღერებლად არ მისულა და ამ თემაზე საუბარი, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთმა სტუდენტმა შესაბამის კითხვა დასვა. ამბობს, რომ დაახლოებით 4-5 თვის წინ გაჩნდა ეს იდეა და დაწყებულია მისი განხორციელებისთვის საჭირო დეტალების დაზუსტება. 

,, ამ თემაზე მხოლოდ გუშინ არ მისაუბრია. გასვლითი შეხვედრების დროს მოსახლეობასთან, სტუდენტებთან და ასევე, მძღოლებთანაც მქონდა საუბარი, რომ ვმუშაობთ წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სამგზავრო შეღავათების დაწესების საკითხზე. ეს შეხვედრები არ გაშუქებულა, რადგან ყველა შეხვედრა არ ტარდება მედიის დასწრებით", - საუბრობს ჯიქია.

,,ოცნების" მხრიდან რუსთავის მერად მისი კანდიდატურის დასახელების შესახებ კი ამბობს, რომ აღნიშნული ,,ივარაუდება", თუმცა საკითხი საბოლოოდ ამ დღეებში გაირკვევა.

 

ფოტოს წყარო: რუსთავის თვითმმართველობა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 


 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია