ორშაბათი, 26 აგვისტო 2019 წ.  00:42 
კომერციულ ბანკებს უფასო აგენტის როლს აკისრებენ - 07 თებერვალი 2012

კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ ბრძანება 18 იანვარს შევიდა ძალაში.

მის თანახმად, კომერციული ბანკები ვალდებული არიან გაარკვიონ არის თუ არა მათი კლიენტი პოლიტიკურად აქტიური პირი. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი წარმოადგენს ამ სტატუსის მქონე პირს, ბანკის თანამშრომელი ვალდებულია  მენეჯერისგან  მსგავს კლიენტთან ურთიერთობისთვის სპეციალური ნებართვა მიიღოს. ბრძანების თანახმად, ბანკი ვალდებულია ასეთი პირის ფულად სახსრებზე და ქონების წარმომავლობაზე ,,გაძლიერებული მონიტორინგი“ განახორციელოს.

 შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ბანკი ყველა პოლიტიკურად აქტიურ პირზე იძულებული ხდება ფინანსური ,,დოსიეები“  წეროს. საზოგადოებაში აღნიშნული ბრძანების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებას უკმაყოფილება მოყვა. ეკონომიკის ექსპეტებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო ფუნქციის დაკისრება ბანკისთვის მათ ავტორიტეტს შელახავს. თავის მხრივ პირად საუბრებში უკმაყოფილებას ბანკის თანამშრომლებიც გამოხატავენ. მათი თქმით მსგავსი ინფორმაციის მოძიება და დამუშავება მათთვის დამატებითი სამუშაოა და ამისი გამოცდილება არ აქვთ.

 კომერციული ბანკების შესახებ ბრძანების თანახმად პოლიტიკურად აქტიურად პირად ითვლება: ,, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. ასევე პოლიტიკურად აქტიური პირები არიან სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და წევრი, მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი. პირი პოლიტიკურად აქტიურად ითვლება, ზემოაღნიშნული თანამდებობების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში“ - ვკითხულობთ ბრძანების მე-2 მუხლში (ტერმინთა გამარტება).

აღნიშნული ბრძანება ფინანსური მონიტორინგის სამსახურიმა გასცა. ბრძანება უკვე ქმედითია და შეიძლება ამ წუთებშიც თქვენი საბანკო ოპერაციები ,, გაძლიერებული მონიტორინგის“ ქვეშაა. 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკებს ეკონომიის მიზნით მაქსიმალურად აქვთ შემცირებული თანაშრომელების და ოპერატორების რაოდენობა. ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ დატვირთულ რეჟიმში, 30 საბანკო ოპერაციის შემსრულებელმა ოპერატორმა გამომძიებლის როლში შესასვლელად  მოიცალოს.

 

kkpress.ge

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია