შაბათი, 21 სექტემბერი 2019 წ.  13:41 
რუსთავში ყვითელმა სამარშუტოებმა მუშაობა დაიწყეს - ხაზების ნაწილმა მათ მგზავრობის ღირებულების ლარამდე დაწევით უპასუხა - 27 აპრილი 2014

ასევე დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა, რომ დღეიდან უკვე დაკომპლექტებულ ხაზებზე ,,ინტერ ტრანსი"-ს სამარშუტო ტაქსების გარდა, თვითნებურად მგზავრთა გადაყვანაში ჩართვის შემთხვევაში სამარშუტოები რუსთავის და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურების მიერ 100-500 ლარამდე დაჯარიმდებიან.

 

დღეს რუსთავში ერთობლივი ბრიფინგი მოაწყო ტრანსპორტის პროფკავშირმა და კომპანია ,,ინტერ ტრანსმა". მათ ქალაქში ყვითელი სამარშუტიების პირველ სამუშაო დღეზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია აცხადებდა, რომ რუსთაველ  მძღოლებზე ხაზების ე.წ მეპატრონეები ზეწოლას აგრძელებენ.  

,, ხელმეორედ განხორციელდა მძღოლებზე ზეწოლა, შედეგად ერთი მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათზე ზეწოლას ახდენს ნარკოტიკის შეტანისთვის წარსულში დაკავებული ვინმე იმერლიშვილი და სამართალმცოდნეობის ლექტორი კოჭლამაზაშვილი. ეს ადამიანები ყველაფერს აკთებენ იმისთვის, რომ მძღოლებმა კომპანიასთან თანამშრომლობა არ დაიწყონ", - საუბრობდა ალანია. აცხადებს, რომ თავად იმყოფებოდა პოლიციაში, როგორც დაზარალებული მძღოლების წარმომადგენელი და უწყებიდან კონკრეტულ ქმედებებს ელის.

ასევე მისი თქმით, პროცესებში უკვე წინასაარჩევნოდ ხმების მიღების მიზნით ჩართულია მძღოლების ადვოკატი და ლეიბორისტების რუსთავის მერობის კანდიდატი, რევაზ რიჟამაძე.

ალანიას განცხადებით დღეს თბილისის მიმართულებით მომუშავე სამმა ხაზმა, რომელსაც ჯერჯერობით ,,ინტერ ტრანსი" ვერ მართავს, მგზავრობის ღირებულება 1 ლარამდე დაწია. მაშინ, როდესაც ამ ხაზზე მომუშავე პირები აცხადებდნენ, რომ არსებული ტარიფით მოგება არ რჩებათ.

აქცენტს ამ ეტაპზე არსებულ მიღწევებზე აკეთებდა ,,ინტერ ტრანსის" დირექტორი, მამუკა მუმლაძე. აცხადებდა, რომ მძღოლებთან მოლაპარაკების შედეგად დღეს ორი ხაზი  დაკომპლექტდა, სადაც მძღოლების ნახევარზე-მეტი ადგილობრივია - ამ დღეებში კი დაკომპლექტდება დანარჩენი ხაზებიც.

,, თითქმის ერთი კვირის განმავლობაში სისტემატიური მუშაობა მიმდინარეობდა მძღოლებთან. შედეგად დღეს დილის 6 საათიდან გაიშვა  რუსთავი-გლდანის და რუსთავი - თბილისის რკინიგზის სადგურის მიმართულებით მომუშავე ხაზები", - საუბრობდა მუმლაძე.

მისი თქმით, კომპანია მათთან დასაქმების მსურველ მძღოლებს, რომლებსაც საბანკო ვალები აქვთ ახალ შემოთავაზებას უკეთებს. მუმლაძის განცხადებით კომპანია მერიის ნებართვის შემთხვევაში დაასაქმებს 2001 წლის ტექნიკურად გამართულ სამარშუტოებსაც. კომპანიასთან თანამშრომლობის გარეშე კი მძღოლები ხაზებზე ვერ დარჩებიან, რადგან თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა სანებართვო კონკურსის შედეგად, მხოლოდ ,,ინტერ ტრანს"  აქვს.

დღევანდელ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ დღეიდან უკვე დაკომპლექტებულ ხაზებზე ,,ინტერ ტრანსი"-ს სამარშუტო ტაქსების გარდა, თვითნებურად მგზავრთა გადაყვანაში ჩართვის შემთხვევაში სამარშუტოები რუსთავის და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურების მიერ 100-500 ლარამდე დაჯარიმდებიან.

ტრანსპორტის პროფკავშირის ბრალდებებს პასუხობს, რევაზ რიჟამაძე. ამბობს, რომ ლავრენტი ალანია თავად ახდენს ზეწოლას მძღოლებზე. აცხადებს, რომ კონფლიქტის დროს დაზარალებული ერთ-ერთი მძღოლი დღეს ალანიას სთხოვს გამოიტანოს მისი შეტანილი საჩივარი პოლიციაში, თუმცა ალანია აღნიშნულს არ თანხმდება.

მგზავრობის ღირებულების 1 ლარამდე დაწევაზე კი რიჟამაძე აცხადებს, რომ ეს განაპირობა არსებულმა კონკურენციამ და არაა მისმა წინასაარჩევნო კამპანიამ.

,, რაც შეეხება თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობის ღირებულების 1.3 ლარიდან 1 ლარამდე შემცირებას, ეს გადაწყვეტილება თავად მძღოლებმა მიიღეს და ეს სავსებით გასაგებია კონკურენციის პირობებში.

რუსთავის მოსახლეობა ამით უშუალოდ დარწმუნდება ჩვენი ფირმების მომსახურების მიმზიდველობით. მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ თუ ბაზარზე დარჩება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფორმაბი, მგზავრობის ფასი არასდროს გაიზრდება და დარჩება 1 ლარი. ხოლო ყვითელ მიკროავტობუსებზე მგზავრობა ამჟამად არის 1,3 ლარი, ხოლო არჩევნების შემდეგ სრულიად სარწმუნო და გადამოწმებული ინფორმაციით, გაიზრდება ჯერ 2 ლარამდე. ხოლო შემოდგომისთის 2,5 ლარამდე. მინდა რუსთავის მოსახლეობამ გაითავისოს ეს რეალობა, მით უფრო, თბილისის მაგალითი უკვე არსებობს", - აცხადებს, მძღოლების ადვოკატი და ,,ლეიბორისტული პარტიის" რუსთავის მერობის კანდიდატი, რევაზ რიჟამაძე.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია