შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  03:43 
რუსთავის ნაციონალური მოძრაობა ზეწოლის შესახებ საუბრობს - 29 აპრილი 2014

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აგრძელებს რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებას.

რუსთავის ,, ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გვიხსნიან, რომ საარჩევნო სამზადისი დაწყებული აქვთ, დააკომპლექტეს საარჩევნო შტაბი, აქტიურად ხვდებიან ამომრჩევლებს და ,,ემზადებიან გამარჯვებისთვის".

პარტიის რუსთავის მერობის კანდიდატი, მამუკა ჩიქოვანი აცხადებს, რომ ამ დროისთვის 1 600 წევრი ჰყავთ და მათი რიცხვი იზრდება. ,, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ხელის შეშლის ფაქტებს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, თუმცა სამწუხაროდ ხდება ჩვენ კოორდინატორებსა და წევრებზე ზეწოლა. აღნიშნულ პირებს აქვთ თავიანთი მცირე ბიზნესები და ამ მიმართულებით ახდენენ მათზე ზეწოლას - მოითხოვენ ჩამოცილდნენ პარტიულ საქმიანობას. 

ამ ადამიანების ნებართვის შემდეგ მე მზად ვარ გადმოგცეთ თქვენ და მედიის ყველა წარმომადგენელს, ასეთი ობიექტების სია და ამ საკითხზე ღიად ვისაუბრებთ. ასევე ისაუბრენენ ჩვენი კოორდინატორები იმ ზარებზე რაც მათ მიმართ ხორციელდება", - საუბრობს, მამუკა ჩიქოვანი. აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან უახლოეს მომავალში დაიგეგმა და პარტია კონკრეტულ გვარებს და ფაქტებს დაასახელებს.

კონკურენტებზე საუბრისას ამბობს, რომ მათზე ,,დამოუკიდებელია." აქცენტს ,,ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატზე, დავით ჯიქიაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ჯიქიას მიმართ მისი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ დავალებებს მისგან განსხვავებით სუს-ისგან (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) არ იღებს. კითხვაზე შეუძლია, თუ არა აღნიშნული დაასაბუთოს პასუხობს, რომ ეს იკვეთება მიკროავტობუსების თემაშიც, სადაც ,,ჯიქიას ყოველი მოქმედება კავშირში არის უშიშროების სამსახურებთან". 

საუბრობს, რომ კონკრეტულად მასზე არ ხდება ზეწოლა, თუმცა აქვს არაოფიციალური ინფორმაციები, რომ მოქალაქეებს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვენ.

რაც შეეხება, პარტიის მაჟორიტარულ და პროპორციულ სიებს ამბობს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხზე 8 მაისისთვის იქნება და ამ ეტაპზე, რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატს შორის ხდება არჩევანის გაკეთება. 



მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითები 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია