კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:05 
მძღოლები აცხადებენ, რომ საპატრული პოლიცია მანქანების დაპატიმრებით დაემუქრათ - 01 მაისი 2014

რუსთავის ვარკეთილის მიმართულებით მომუშავე მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის მისაღები ,,ინტერ ტრანსის" სამუშაო პირობები და თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

საუბრობენ, რომ მძღოლებსა და კომპანიას შორის მორიგი მოლაპარაკება დღეს გაიმართება, მანამდე კი ხაზზე ყვითელი სამარშუტოების გარდა ვერავინ იმუშავებს.

,, მოგეხსენებათ მოხდა ჩვენი მძღოლების 100-100 ლარით დაჯარიმება. ამის შემდეგ, ვარკეთილში საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა მძღოლები, რომ უნებართვოთ მოძრაობენ, ამიტომ მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში მანქანებს დააპატიმრებენ. ასევე თქვეს, რომ იგივე გველის რუსთავშიც, როგორც კი გავა სამარშუტო აეკიდებიან და დააპატიმრებენ. იძულებული გავხდით ღამის 12 საათის შემდეგ შეგვეწყვიტა მუშაობა. ხაზის 30-ზე მეტი მძღოლი დარჩა უმუშევარი", - საუბრობს, ვარკეთილის ხაზზე მომუშავე მძღოლი, ვლადიმერ ლიპარტელიანი.

უკვე გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით დაჯარიმებული მძღოლი, გოგიტა ბიბიაშვილი აცხადებს, რომ აქვს გასაჩივრების დრო და ამ ვადის განმავლობაში, მისი ადვოკატი რევაზ რიჟამაძე მიმართავს სასამართლოს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია