შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  03:27 
პოლიტიკური პარტიები რუსთაველ მძღოლებს სოლიდარობას უცხადებენ - 02 მაისი 2014

რუსთავში სამარშუტო ტაქსის მძღოლის თვითმკვლელობის შემდეგ, თვეების განმავობაში აქციის ორგანიზატორ მძღოლებს რუსთავში მოქმედი პოლიტიკური პარტიები შეუერთდნენ. პროტესტი მერიის წინ გამოხატეს. ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიცია.

 ,, ჩვენ ისედაც ვიდექით ამ ადამიანების გვერდით, მაგრამ ასეთი ფაქტის შემდეგ ვთვლი, რომ დანაშაულია აქ, მოუსვლელობა. ვუცხადებთ სოლიდარობას ამ ადამიანებს", - საუბრობდა, საარჩევნო ბლოკი ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის" კოორდინატორი ქვემო ქართლის რეგიონში, გელა ნაკაშიძე.

მერიის წინ შეკრებილ მძღოლებს თანადგომას უცხადებდა ,,ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატი, მამუკა ჩიქოვანიც.

 ,, არ ვუერთდებოდით ამ აქციებს, რათა პოლიტიკური ელფერი არ ჰქონოდა ამ ადამინების პროტესტს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად გვადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ყველაფერი ჩვენი ორგანიზაბული იყო. მე ვეკითხები ამ უნიათო ხელისუფლებას ადამიანის თვითმკვლელობაც ჩვენი ორგანიზებულია?! თბილისში თავს, რომ იწვავდა ერთ-ერთი მძღოლი და რომ გაიძახოდნენ სპექტაკლია-ო არ რცხვენიათ ახლა ?!", - აცხადებდა, მამუკა ჩიქოვანი.

აქციაზე აქტიურობდა ლეიბორისტული პარტია. პარტიის ერთ-ერთი წევრი, მამუკა მაისურაძე საუბრობდა, რომ მოსულია როგორც რიგითი მოქალაქე. ამბობდა, რომ ,,ოცნების" მერობის კანდიდატი ყოფილი ნაციონალია და მათთან თანამშროლმობითაა დაკავებული - ხალხი კი აღარ  ახსოვს.

დღის განმავლობაში ,,ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს პასუხობდა ,,ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი, დავით ჯიქია. საუბრობდა, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები ურცხვად ცდილობენ გამოიყენონ ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური ქულების დასაწერად და ასეთ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ მორალზე. სამართალდამცავ უწყებებს კი მოუწოდებდა მაქსიმალურად სწრაფად გამოეძიათ მომხდარი ფაქტი.

 

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია