კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:10 
საზღვრისპირა რაიონები საერთო გამოწვევების ერთობლივად დაძლევას შეეცდებიან - 07 მაისი 2014

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ნაწილი, რომელიც საზღვრისპირა რაიონების დაახლოებას და ცხოვრების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად - აქტიურ ფაზაში გადადის. პროგრამის ქართულ-სომხური ნაწილი  საზღვრისპირა რაიონების ერთობლივი პროექტების მომზადების მიზნით - სემინარს ასრულებს სომხეთში.

ვაჰან სარიბეკოვი, რომელიც წლებია ხელმძღვანელობს იჯევანის ზრდასრულთა განათლების ცენტრს ამბობს, რომ ერთობლივი პროექტის დასაწერად მზადაა.

 ,, მე ვიცი რა პრობლემებია იჯევანაში და რა პრობლემებია ქვემო ქართლში. ასევე, ვიცი ამ საზღვრისპირა რეგიონების მენტალიტეტი.

ჩვენი პროექტის იდეაა შევქმნა ბაზა ე.წ ბანაკი, სადაც მოხდება ახალგაზრდებისთის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება. ასეთივე ბანაკი გაკეთდება ქვემო ქართლშიც და სისტემატიურად მოხდება ახალგაზრდების გაცვლა, რაც მათ ერთმანეთის გაცნობაში და გარკვეული ბარიერების დაძლევაში დაეხმარებათ", - ამბობს სარიბეკოვი.

სხვა სფეროს გარშემო აგებს პროექტს სემინარის მონაწილე ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია"(ACSDG).

ხელმძღვანელი გულიკო შოშიტაშვილი აცხადებეს, რომ უკვე შეარჩია პარტნიორი სომხეთიდან და გარემოს დაცვის კუთხით ამზადებენ პროექტს. ამ შემთხვევაში ქართულ-სომხური ძალისხმევა, მიზნად ისახავს მდინარე მტკვრის გარემოს დაცვითი -  ორივე ქვეყნისთვის მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში თავისი წვლილის შეტანას.

ქართული და სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მთავრობების - იდეების სწორ კალაპოტში მოქცევა პროგრამაში ჩართული ექსპერტების ამოცანაა.

ისინი სომხეთში მიმდინარე სემინარზე ისმენენ ორი ქვეყნის ათობით პროექტის სამუშაო ვერსიას, სადაც მთავარი მიზნის გასწვრივ ამბიციური კავკასიელები მინიმუმ სამ მიზანს წერენ. მიზნის შესრულების გზები ნამდვილი ლაბირინთებია. ზოგიერთი მონაწილის პროექტის სამუშაო ვერსიის საჯაროდ წარდგენის შემდეგ, მონაწილეების მხრიდან არ იმის კითხვები, რადგან მათი ნაწილი პროექტის მრავალი განშტოებს გამო, ვერ მიყვა მის აზრს.

ასეთი ,,ამბიციურების"  მიმართ არ იშურებს კითხვებს ევროკავშირის ექსპერტი ლორენცო ნავა. ცხადია, არიან მონაწილეები, რომელთა იდეებსაც ნაკლები გადაცდომები აქვთ და პასუხობენ პროგრამის მიზნებს.

მონაწილეების საერთო განწყობა იმედიანია.

ლორენცო ნავა კი ჩვენ დასმულ, მარადიულ ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ კითხვას პასუხობს ,,რატომ გვეხმარება ევროკავშირი?."

ამბობს, რომ ეს არ არის ჰუმანიტარული დახმარება და ამ პროგრამით ცხოვრების დონის ამაღლებაში ეხმარება ევროკავშირი თავის პარტნიორებს, რომელთა ნაწილთანაც აქტიური, ხოლო ნაწილთან ამ ეტაპზე შედარებით ნაკლები თანამშრომლობა აქვს. მოლდოვის მაგალითს იხსენებს და ამბობს, რომ 10 წლის წინ მოლდოვაში არც იცოდნენ რას ნიშნავდა სამოქალაქო საზოგადოება - ახლა კი მოლდოვამ შეიმუშავა კანონი ვალანტიორების შესახებ და დღეს ევროპის სხვადასხვა განვითარებული ქვეყნები მას ამ გამოცდილების მისაღებად სტუმრობენ.

ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, საერთო გამოწვევების დასაძლევად საზღვრისპირა რაიონების ქართული და სომხური ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი მთავრობები - პროექტების წარდგენას ივლისიდან დაიწყებენ. ამ ეტაპზე, არსებული ინფორამციით ევროკავშირი საგრანტო კონკურსს დაახლოებით ივლისის დასაწყისში გამოაცხადებს.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

 

 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია