კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:08 
ფაშიზმზე გამარჯვების დღე რუსთავში - 09 მაისი 2014

ფაშიზმზე გამარჯვების დღე, 89 წლის შალვა ლალიაშვილისთვის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელ მოგონებებს უკავშირდება. ამბობს, რომ ომში წასასვლელად დაბადების მოწმობა შეცვალა და ასაკი მოიმატა. მსახურობდა შავის ზღვის ფლოტის საჰაერო ძალებში. ,,ჩვენ საზღვაო ხომალდებით ვემსახურებოდით ბომბდამშენ თვითმფრინავებს. მათ ბომბერბით ვამაგარებდით. ერთს დავტენიდით,  გაფრინდებოდა დაბომბავდა მტრის ფლოტს და შემდეგ ისევ გვიბრუნდებოდა", -  საუბრობს ლალიაშვილი.

მეორე მსოფლიო ომის ქართველი გმირები  69 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებდნენ და ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, რომ მათ მოკლეს ჰიტლერი.

რუსთავის ვეტერანები დღეს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ,,მარადიული ცეცხლის" გარშემო შეკრიბა. რეგიონის გუბერნატორმა და ქალაქის ხელმძღვანელობამ მათ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს. ყვავილებით შეამკეს მარადიული ცეცხლი, რომელიც მარადიულობის სახელს ვერ ამართლებს, რადგან მხოლოდ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ინთება. ვეტერანებს რეგიონის გუბერნატორმა პრემიერის საჩუქრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი მღებრიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ყველა ვეტერანს 400 ლარის დაერიცხება პირად ანგარიშზე. თავის მხრივ, რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტაბატაძემ განაცხადა, რომ მერია ვეტერანებს 100 ლარს გადასცემს, ხოლო ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს 50 ლარს.

მათ გარდა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს რუსთავის მერობის ორმა კანდიდატმა, დავით ჯიქიამ და ალექსანდრე კობაიძემ მიულოცეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ორგანიზაცია ,,როდნიკი".

,, ჩვენ წარმოვადგენთ რუსულ საზოგადოებას როდნიკს, რომლის მიზანია ქართველებსა და რუსებს შორის არსებნული კავშირის შენარჩუნება. ამ მიზნით გვაქვს სახვადასხვა ღონისძიებები. ჩვენთან გაწევრიანებული არიან ძირითადად ეროვნებით რუსი მოქალაქეები, თუმცა ორგანიზაცია ყველა ეროვნების ადამიანს იღებს. რუსთავში ჩვენი წევრების რაოდენობა 1 700-ია.

ამ ღონისძიებაზე მოსვლით გამოვხატავთ ჩვენ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვეტერანების მიმართ. ჩვენ და ორგანიზაცია ,,აჩიზნა" ვეხმარებით მათ როგორც შეგვიძლია", - საუბრობს ორგანიზაციის წარმომადგენელი, ვიქტორ შარაპოვი.

დღეს რუსთავში 37 ვეტერანი და ვეტერანებთან გათანაბრებული 159 პირი ცხოვრობს. მათი რიცხვი ყოველ წელს კლებულობს და ფაშიზმზე გამარჯვების ცოცხალი მატიანეები ტოვებენ მსოფლიოს - ფაშიზმის გარეშე, თუმცა უკვე ახალი გამოწვევებით.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია