შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:54 
,,ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ" რუსთავის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა - 12 მაისი 2014

დღეს რუსთავში ,,ბურჯანაძე-ერთიანმა ოპოზიციამ" მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. საათ-ნახევრიან შეხვედრაზე მან და ოპოზიციური კოალიციის ლიდერებმა ხელისუფლების შეცდომებზე და მათ უპირატესობაზე ისაუბრეს. ირაკლი ბათიაშვილი აცხადებდა, რომ ადამიანები რომლებიც მათ დევნიდნენ და მათთან მიმართებაში კანონს უხეშად არღვევდნენ - დღეს ისევე მუშაობენ შსს-სა და პროკურატურაში. საუბრობდა, რომ ასეთი კადრები დაუსჯელები დადიან და სახლში მისულები მერაბიშვილის სადღეგრძელოს სვამენ.

მსგავსი შემართების გამოსვლა ჰქონდა ნინო ბუჯანაძესაც, თუმცა მან გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა: ,, ის, რომ ოპოზიციური პარტიის შეხვედრა უპრობლემოდ იმართება, ყოველგვარი შიშის გარეშე არის უდავოდ ამ მთავრობის დამსახურება", - საუბრობდა ბურჯანაძე.

მიუხედავად ამისა, ნინო ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში არა ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მისი დაკვირვებით ხელისუფლება ვერ მართვას პროცესებს და არ ყოფნის ცოდნა იმისა, რომ მოსახლეობას მოუგვაროს არსებული პრობლემები.

ბურჯანაძემ რუსთავის მოსახლეობას მერობის კანდიდატად კობა ძლიერაშვილი წარუდგინა. მაჟორიტარობის კანდიდატებად კი დასახელდნენ: მარინა ბარათაშვილი, გოჩა ცინცაძე, გიორგი მანჯავიძე, დავით მუმლაძე, პავლე ჯიმშელაძე, გოჩა ლაცაბიძე, გიორგი ძაბნაშვილი, თეიმურაზ მენაფირე, ანგი ძინძიბაძე და ცირა შუბითიძე. 

მედიასთან საუბრისას დასახელებულმა რუსთავის მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყოველ ორშაბათს თვითმმართველობის გასული კვირის ხარჯებს გააცნობს საზოგადოებას და ადგილობრივი ბიუჯეტის თითოეულ ლარს მოახმარს რუსთაველების კეთილდღეობას.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია