შაბათი, 18 სექტემბერი 2021 წ.  17:55 
ამომრჩევლები და ასარჩევები - 18 მაისი 2014

ქვემო ქართლის რაიონებში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მომავალი კვირიდან იწყება. რაიონებში გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა პარტიებმა არ იჩქარეს. ამ მხრივ, სურათი განსხვავებულია რუსთავში, სადაც თვეზე მეტია, უკვე გარკვეულია რიგი პოლიტიკური პარტიების მერობის კანდიდატები.

ისინი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევიან. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენენ - მათი  საარჩევნო კამპანიის ღონისძიებები იდენტურია. ყველა პარტიის მერობის კანდიდატი დადის უბან-უბან, ხვდება მოსახლეობას და აცნობს, პარტიის აღნიშნულ რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატს. ეზოებში სხდებიან მოსახლეობის გვერდით და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ არჩევის შემთხვევაშიც ასევე ახლოს იქნებიან ხალხთან.

რუსთავის მერობის მსურველობს სხვა მიდგომაც აერთიანებთ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე მისულები ისმენენ არსებულ პრობლემებს და ჰპირდებიან ამომრჩეველს, რომ არჩევის შემთხვევაში მათი პრობლემის მოგვარებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

საარჩევნო ბანერების რაოდენობით ქალაქში ამ ეტაპზე, მხოლოდ ,,ოცნება" და ,,ნაციონალური მოძრაობა" აქტიურობს. მათი სააგიტაციო მასალა რუსთავის ცენტრალურ ქუჩებზე ერთსა და იმავე მონაკვეთზეა განთავსებული. სავარაუდოდ, მათ მალე ამ კუთხით რუსთავის ასევე მერობის კანდიდატი, ეროსი კიწმარიშვილი გაეჯიბრება. თუმცა მანამდე აღნიშნულმა პარტიებმა სხვა რესურსიც გამოიყენეს და უკვე შეიძინეს ფასიანი რეკლამისთვის საეთერო დრო ადგილობრივ ტელევიზიებში.

აღნისნულ არჩევნებზე, ასევე გამოიკვეთა პარტიების საარჩევნო შტატების მიერ სოციალური ქსელების აქტიური ათვისება. პოლიტიკური სუბიექტები უყურადღებოდ არც სოციალურ ქსელში მყოფ ამომრჩევლეს ტოვებენ და მათი ხმის მოსაპოვებლად სისტემატიურ რეჟიმში აცნობენ თავინთ აქტივობებს.

საარჩევნო კამპანიის წარმოების კუთხით ბევრ მსგავსებასთან ერთად, რუსთავში საარჩევნო მარათონში ჩაბმულ პარტიებს, კიდევ ერთი საერთო გასაჭირიც აქვთ. მათი მაჟორიტარი კანდიდატების სიებში, საზოგადოებისთვის ცნობილ და აქტიურ რუსთაველებთან ერთად მოხვდნენ ისეთები, რომლებსაც საკუთარი მეზობლებიც არ იცნობენ.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია