შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  04:03 
წალკის გამგებლობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს - 22 მაისი 2014

თვითმმართველობის არჩევნებში, წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის ოთხი პარტიის წარმომადგენელი იბრძოლებს. წალკის ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის", ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის", ,,ქართული ოცნების" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის მოუწევს.

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" გაგაცნობთ გამგებლობის ყველა კანდიდატის ბიოგრაფიას და საარჩევნო პროგრამას. კანდიდატები საუბრობენ წალკაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

,,ქართულინ ოცნების" მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ილია საბაძეა. დაიბადა წალკის რაიონის სოფელ რეხაში 1965 წელს. სწავლობდა კიროვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. აქვს მიღებული ლეიტენანტის წოდება. 1992 წელს მუშაობა დაიწყო წალკის რაიონის სამხედრო კომისარიატში სპეციალისტად. 1993-1999  წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1997 წელს დაამთავრა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 1999-2003 წლებში მუშაობდა უშიSროების სამინისტროს  წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსად. 2003-2011 წლებში მუშაობდა  საქართველოს შსს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის  აღმოსავლეთის რეგიონალური სამმართველოს წალკა-თეთრიწყაროს  განყოფილების უფროსად. 2011-2013 წლის თებერვლამდე  მუშაობდა შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ.

2013 წლის თებერვლიდან დღემდე არის წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

საბაძე საუბრობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში  მისთვის პრიორიტეტული საკითხი  იქნება რაიონის სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფა.  გეგმავს, როგორც ამჟამად მოქმედი წყლის სისტემების რეაბილიტაციას, ასევე ახალი წყალსადენი მაგისტრალის მშენებლობას სოფლებში, სადაც არ არსებობს წყლის თვითდინებით მოყვანის საშუალება. აპირებს წყალსაქაჩების დამონტაჟებას  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით. ამომრჩეველს ჰპირდება, რომ მოაგვარებს სოფლის შიდა და სოფლამდე მისასვლელი გზების პრობლემას. საუბრობს, რომ იზრუნებს  საბავშვო ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე.

,, ხელს შევუწყობ წალკის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი დარგების, მეცხოველეობის და მებოსტნეობის განვითარებას - რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში დაგვეხმარება. მოვაგვარებ ადგილობრივი მოსახლეობის მიწით დაკმაყოფილების საკითხს. ხელს შეუწყობს  მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული ძეგლების რესტავრაციას და  განვითარებას ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ვიზრუნებ მუნიციპალიტეტის კულტურული და სპორტული ცხოვრების გააქტიურებაზე, წავახალისებ ახალგაზრდულ ინიციატივებს",-აცხადებს ,,ქართული ოცნების" წალკის გამგებლობის კანდიდატი, ილია საბაძე.  

წალკის ამომრჩეველს გამგებლად ნოდარ ხოზრევანიძის კანდიდატურას სთავაზობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა."

ხოზრევანიძე ხულოს რაიონის სოფელ მეკეიძეებში დაიბადა.  1986 წელს დაამთავრა ბათუმის ტექნიკური სასწავლებელი. 1986-88 წლებში სწავლობდა ბელგოროდში კოოპერაციულ ინსტიტუტში სამრეწველო საქონლისმცოდნეობის სპეციალობაზე. 1994-98   წლებში საწვლობდა ბათუმის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ისტორია-პოლიტოლოგიის ფაკუულტეტზე. 2009 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2000 წლიდან ცხოვრობს წალკის რაიონის სოფელ საბეჭისში. პროფრესიით გახლავთ ეკომიგრანტი. ჰყავს შვიდი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

გამარჯვების შემთხვევაში პრიორიტეტად  ისახავს წალკის  მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ადრე გაყიდული მიწების კანონიერების გადახედვას, რადგან რიგ სოფლებში არ არსებობს საბალახო და სახნავი მიწები, რომელიც საციცოცხლო საჭიროებას წარმოადგენს  ადგილობრივი მოსახლეობისათვის.         

,, ამომრჩეველს ვპირდები ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარებას. მათთვის სახლების შესყიდვას  და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას. ასევე გამარჯვების შემთხვევაში ინფრასტრუქტურის და წყლის პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას; რაიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და მისი განვითარებისთვის კაპიტალდაბანდებების წახალისებსა; არაქართულ მოსახლეობაში ენობრივი ბარიერის აღმოსაფხვრელად ქართული ენის შეწავლის წახალისებას"- საუბრობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წალკის გამგებლობის კანდიდატი, ნოდარ ხოზრევანიძე.

მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს გამგებლად რუსლან ხუციშვილის კანდიდატურას სთავაზობს ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია".

რუსლან ხუციშვილი დაიბადა 1963  წელს წალკის რაიონის სოფელ რეხაში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.  1982-84 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში. 1984-89 წლებში სწავლობდა ჩელიაბინსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ზოოტექნიკოს-ვეტერინარის სპეციალობაზე. 1989-94  წლებში მუშაობდა ხანდოს, რეხას, გუმბათის საბჭოთა მეურნეობებში, როგორც რიგით აგრეთვე ხელმძღვანელ თანამდებობებზე. 2009-2010 წლებსი მუშაობდა გამგებლის რწმუნებულად სოფელ რეხაში. 1997 წლიდან მისდევს ფერმერულ მეურნეობას, ფლობს მიწებს, აქვს ფერმა და ეწევა ბიზნეს საქმიანობას. ფლობს სასტუმროს და მაღაზიათა ქსელს.

გამარჯვების შემთხვევაში უპირველეს მოსაგვარებელ საკითხად ისახავს ეკომიგრანტთა პრობლემის მოგვარებას - ყველა ეკომიგრატისთვის სახლის შესყიდვას.  მისი დევიზია: არც ერთი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე. აღნიშნულ საკითხს მოგვარებადად მიიჩნევს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით.

,, ჩვენი მიზანია წალკის ტერიტორიაზე არსებული მიწის რესურსის მაქსიმალურად ათვისება და ადგილობრივი  მოსახლეობის შეძლებისდაგვარად  დაკმაყოფილება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით. ეს ეხება, როგორც  ეკომიგრანტებს ასევე ადგილობრივ მკვიდრებს. რაიონის ყველა მაცხოვრებელს უნდა ჰქონდეს საშუალება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შენახვისა და კარტოფილის მოყვანის, რადგან ეს არის ძირითადი შემოსავალი წალკის მაცხოვრებლებისთვის. შევქმნით სასაწყობე მეურნეობებს, სადაც ადგილობრივი ფერმერები ჩააბარებენ თავიანთ პროდუქციას და არ ექნებათ შენახვისა, თუ გასაღების პრობლემა.  აღმოვფხვრავთ სასაკლაოს პრობლემას. წალკის რაიონში არ არსებობს სასაკლაო, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მოსახლეობას უხდება საქონლის თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად გაყიდვა",- აცხადებს ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წალკის გამგებლობის კანდიდატი, რუსლან ხუციშვილი.  

,, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი კი გივი ღვინჯილია არის. ღვინჯილია სწავლობდა იაროსლავის სამედიცინო ინსტიტუტში. სოხუმის პირველ საავადმყოფოში 30 წელი მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. 1968-78 წლებში სწავლობდა და მუშაობდა მოსკოვში ბაკულევის ინსტიტუტში. მიიღო უფროს მეცნიერ-თანამშრომლის სტატუსი, იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1978 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ  სპეციალისტად, სამსახურის უფროსად. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1993 წლიდან მუშაობდა წალკის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგიული სამსახურის უფროსად. ამჟამად ეწევა კერძო სამედიცინო საქმიანობას.

გამარჯვების შემთხვევაში აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი იქნება მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება. რაიონში საავადმყოფოს  შექმნა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება.

,, ჩვენი მიზანია როგორც ეკომიგრანტების ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დაგროვილი პრობლემების მოგვარება; მიწის საკითხის გადაჭრა - წალკის თითოეული მოსახლისათვის 5 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადაცემა; რაიონის მთლიანად გაზიფიცირება; წყლის პრობლემის მოგვარება და გზების საკითხის გადაჭრა.

პოლიტიკაში მოვდივარ იმისთვის, რომ ადგილობრივი მთავრობა დავუბრუნო ხალხს", - საუბრობს ,, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი, გივი ღვინჯილია.

 

გურამ კახაძე

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,ადგილობრივი მედიის გააქტიურება ეკომიგრანტებით და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში  - წალკა, დმანისი, თეთრიწყარო." პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდი გეორგია-ელადა". ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი"-ს მიერ.

პარტნიორებია გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი" და ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE".

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია