შაბათი, 25 სექტემბერი 2021 წ.  05:20 
გარდაბნის გამგებლობისთვის ტელმან გასანოვი იბრძოლებს - 22 მაისი 2014

,, ქართული ოცნების" გარდაბნის აქტივის ნაწილი ,,საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" გარშემო გაერთიანდა. კოალიციის კადრების ნაწილი, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებზე ,,ოცნებისთვის" მუშაობდნენ, დღეს აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ჯერაც ვერ ასრულდა.

წარსულში ,,ქართული ოცნების საზოგადოებრივი დარბაზის" ხელმძღვანელი ზაზა გელოვანი დღეს გარდაბნის საკრებულოს წევრობის კანდიდატია. ის ,,საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის" სიის მეორე ნომერია. პირველი ადგილი კი ამ სიაში მამუკა არეშიძეს უკავია. შეგახსენებთ, რომ არეშიძე გასულ საპარლამენტო არჩევნებზე იყო კოალიციის გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი.

,, ჩვენ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად ვასახელებთ ტელმან გასანოვს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე რთულ დროს გამოუცხადა ნდობა ქართულ ოცნებს და საკუთარი სახლიც კი დაუთმო, სადაც მოგეხსენებათ პარტიული შტაბი განთავსდა. ბატონი ტელმანი ხშირად სწუხდა იმ უსამართლობაზე რაც პარტიაში ხდებოდა. ამის შესახებ კი პირველ რიგში პარტიაში საუბრობდა, შემდეკ კი როცა ხედავდა, რომ არაფერი იცვლებოდა - საჯარო განცხადებებსაც აკეთებდა.

მას საკმაოდ ჰყავს მხარდამჭერები. მოგეხსენებათ გარდაბნის რაიონში მოსახლეობის 50%-ზე ცოტათი მეტი აზერბაიჯანელია..",- საუბრობს, ზაზა გელოვანი.

აცხადებს, რომ ამ დღეებში გაიხსნება პარტიის გარდაბნის ოფისი და კანდიდატები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებენ.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2021 ყველა უფლება დაცულია