ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:13 
,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ დმანისის გამგებლობის კანდიდატი -ზურაბ აკოფაშვილი - 23 მაისი 2014

განათლება მიღებული მაქვს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1981 წლიდან ვმუშაობდი დმანისის რაიონში სხვადასხვა თანამდებობებზე. ვიყავი დმანისის ახალგაზრდობის ლიდერი, ტექნიკის ინჟინერი, სოფელ დიდი დმანისის საკრებულოს თავჯდომარე, დმანისის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, დმანისის საკრებულოს კომისიის თავჯდომარე, ვხელმძღვანელობდი ურბანიზაციის, მშენებლობის და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას.

მოვდივარ რაიონის ისტორიული წარსულის ცოდნით, დიდი სიყვარულით და პატივისცემით. წარსულში ჩართული გახლდით რაიონის მმართველობაში. კარგად ვიცნობ მის რეალურ ცხოვრებას, პრობლემებს და ინფრასტრუქტურას. მოვდივარ იმ სურვილით, რომ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალოს, რეგიონი განვითარდეს ყველა მიმართულებით და ადამიანებმა იცხოვრონ უფრო კარგად

როგორ ფიქრობთ, რა არის დმანისის მუნიციპალიტეტის ყველაზე მწვავე პრობლემა?

სამწუხაროდ, პრობლემები ბევრია და ამიტომ რიგითობის მიხედვით ვერ დავასახელებ. მწვავეა ეკოლოგიური პრობლემა, რაიონში ბოლო წლებში მკვეთრად იმატა ონკო-ჰემატოლოგიურმა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა. ჩვენი რაიონის უმშვენიერეს ბუნებრივ გარემოში ჰაერი დაბინძურდა. მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა კი ისევ შორსაა რეალობისგან, არის ეკონომიკური სიდუხჭირე.

გამარჯვების შემთხვევაში, როგორ გეგმავთ ამ პრობლემის მოგვარებას?

პირველ რიგში, ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების შეცვლით. აქცენტს გავაკეთებთ სოციალური საკითხების მოგვარებაზე. მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოვიზიდავთ ინვესტიციებს და  ვიმუშავებთ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ კარგი წამოწყებების დაფინანსება. ინვესტიციები შეიძლება ჩაიდოს ყველგან, დაწყებული რაიონის წამყვანი დარგიდან-სოფლის მეურნეობიდან - დამთავრებული კულტურულ ტურიზმამდე. ჩვენი რაიონი უძველესი და უმდიდრესი კულტურის რეგიონია. არაფერს ვამბობ მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენაზე - მზიასა და ზეზვას თემაზე. წარმოუდგენლად მრავალრიცხოვანია შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები, ეკლესიები და მათი ნანგრევები. შესაფერისი ინფრასტრუქტურის შექმნა და ულამაზესი ბუნება ვფიქრობ ბევრ ტურისტს მოიზიდავს.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით რას შეცვლით მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში?

კარგია ,,ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული სოფლის მეურნეობის პროექტები - აგროსესხები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათები. ეს, მართლაც ეხმარება ფერმერსა, თუ გლეხს, მაგრამ საკმარისი არაა. უფრო მეტი უნდა გაკეთდეს რაიონში, ბევრად უფრო მეტი მიწა უნდა მოიხნას. აუცილებელია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადასამუშავებელი მცირე საწარმოების გახსნა, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების განვითარება.

დმანისი ეთნიკურად მრავალფეროვანი რაიონია. არსებობს, თუ არა ეთნიკური ნიშნით პრობლემები და დგას, თუ არა მუნიციპალიტეტში ეროვნული ინტეგრაციის პრობლემა? რა უნდა შეიცვალოს ამ კუთხით?

რა თქმა უნდა, ბევრი რამაა შესაცვლელი. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან, მყავს ბევრი აზერბაიჯანელი მეგობარი. შესამუშავებელია პროგრამა, რამაც სასწრაფოდ უნდა მიგვიყვანოს ეთნოინტეგრაციის შედეგამდე, უფრო მეტად უნდა ვეცადოთ დაიძლიოს ენობრივი ბარიერი, უნდა შეისწავლონ ქართული ენა, კულტურა, ტრადიციები. პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის კულტურასა და ტრადიციებს.

და ბოლოს როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს და როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა?

წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არის თანაბარკონკურენტული გარემო. ხმა უნდა მომცენ, რადგან რეალური ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ვარ და ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ვიმუშავებ ხალხისთვის და არ ვიქნები ცენტრალურ ხელისუფლებაზე სრულიად დამოკიდებული.

                      

დარეჯან ჩხეტიანი

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,ადგილობრივი მედიის გააქტიურება ეკომიგრანტებით და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში  - წალკა, დმანისი, თეთრიწყარო." პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდი გეორგია-ელადა". ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი"-ს მიერ.

პარტნიორებია გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი" და ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი -kkpress.ge"

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია