ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:12 
წინა ხელისუფლებისგან საქმის კეთებით და სამართლიანობით განვსხვავდებით – ,, ოცნების” დმანისის გამგებლობის კანდიდატი - 24 მაისი 2014

,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" აგრძელებს მკითხველისთვის რაიონის გამგებლობის კანდიდატების გაცნობას. ჩვენი რესპოდენტი ,,ქართული ოცნების" დმანისის გამგებლობის კანდიდატი - გოგი ბარბაქაძეა.

პროფესიით  გახლავართ იურისტი. 1990 წელს დავამთავრე სოფელ გომარეთის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავირიცხე თბილისის სამრეწველო-ეკონომიური კოლეჯის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1993 წელს და სწავლა გავაგრძელე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 1999 წლიდან მუშაობა დავიწყე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. 2000 - 2003 წლებში ვმუშაობდი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონში, შემდეგ 2003 - 2004 წლებში საგადასახადოს ოპერატიულ სამსახურში. 2004 წლიდან ვმუშაობდი ფინანსურ პოლიციაში, 2006-2011წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობეზე. ვფლობ ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც თქვენ რაიონის გამგებელი იყავით და გყავდათ თქვენი გუნდი, როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იყო თქვენი საქმიანობა და რა იყო თქვენთვის პრიორიტეტული მუშაობის პერიოდში?

ბოლო ათეული წლის მანძილზე დმანისის მუნიციპალიტეტს არ ჰქონია იმ თანხის ბიუჯეტი, რამდენიც გასულ წელს  - 10 მილიონზე მეტი. რაც აისახა კიდეც მუნიციპალიტეტის კეთილდღეობაზე - დაიგო გზები, მოხდა  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, აიგო ხიდები, მოვახდინეთ რამდენიმე სოფლის ელექტროგამრიცხველიანება, სოფლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, მოეწყო სოფლებში გარე განათება, რამდენიმე სოფელში  აშენდა აბმულატორია. ქ. დმანისში კი გაიხსნა  სამედიცინო უზრუნველყოფის ცენტრი.

როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდებით მუნიციპალიტეტის  წინა ხელისუფლებისგან?

საქმის კეთებით და სამართლიანობით, რასაც მოსახლეობა დადებითად აფასებს. ისევე როგორც მთლიანად საქართველოზე, დმანისის მუნიციპალიტეტზეც დადებითად აისახა ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული მასშტაბური პროექტები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა  და საყოველთაო დაზღვევა. მოსახლეობამ  სასოფლო - სამეურნეო ბარათების მიღებით შვება იგრძნო და დაიწყო წლების მანძილზე მიტოვებული მიწის ფართობების დამუშავება, მოსახლეობაზე გაიცა   სასოფლო-სამეურნეო და აგრო  ბარათები. რაც შეეხება, საყოველთაო დაზღვევას, მოქალაქეებს აღარ ეშინიათ ექიმთან მისვლის.

ჩატარებულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე დიდადაა დამოკიდებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგები. რა შეგიძლიათ თქვათ, თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, რა გაკეთდა  დმანისში?

შესრულდა მრავალი დაპირება, რაც კარგად ჩანს დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებში.  ეს ყველაფერი დადებითად აისახა დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

როგორ ფიქრობთ რა პრობლემების წინაშე დგას ყველაზე მეტად დღეს მუნიციპალიტეტი?

უმუშევრობის.

რა ხედვები გაქვთ დმანისში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად?

იგეგმება ადგილობრივი და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც მოხდება მოსახლეობის დასაქმება და  ამავე დროს მოწესრიგდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.

 

მინდია გურჩიანი

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით


მასალა მომზადებულია პროექტის ფარგლებში: ,,ადგილობრივი მედიის გააქტიურება ეკომიგრანტებით და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში  - წალკა, დმანისი, თეთრიწყარო." პროექტს ახორციელებს ,,სამოქალაქო განვითარების ქართულ-ბერძნული ფონდი გეორგია-ელადა". ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი"-მიერ.

პარტნიორებია გაზეთი ,,თრიალეთის ექსპრესი" და ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი -kkpress.ge"

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია