ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:17 
ასოცირების შეთანხმებით საქართველო ევროპასთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის - 24 მაისი 2014

27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერს ხელს. აიღებს ვალდებულებას დაიწყოს ქვეყნის მოდერნიზაცია - ევროპულ სტანდარტებზე ყველა სფეროს გადაყვანა. შეთანხმების ერთი ნაწილი ეკონომიკურ მიმართულებას - ნაწილი კი ქართული კანონმდებლობის ევროპულთან ინტეგრაციას მოიცავს. მაშინ, როდესაც ღრმავდება საქართველო-ევოკავშირის თანამშრომლობა, პროცესით უკმაყოფილო ძალები, რომლებსაც სურთ ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალონ, საზოგადოებას არასწორს ინფორმაციას აწვდიან. საუბრობენ, რომ ევროპა საქართველოს თვითმყოფადობას ებრძვის და შეთანხმება სიკეთის ნაცვლად პრობლემებს მოიტანს.

საზოგადოებაში ასოცირების შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად  საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველო"-მ  პროექტი მოამზადა, რომლის ფარგლებში ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტები სამთავრობო უწყებებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. პროექტი ხორციელდება პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 

პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან შედგა. მინისტრმა  მედიის ეკონომიკური მიმართულებით დასმულ კითხვებს უპასუხა. განაცხადა, რომ ევროპის თავისუფალ სავაჭრო სივრცეში შესასავლელად ქართულ პროდუქტს ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევს. აცხადებდა, რომ ეს არ გაზრდის პროდუქტის თვითღირებულებას, რადგან საწარმოებს ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად  გადაიარაღებაში თავად ევროკავშირი დაეხმარება - უსასყიდლოდ.

სამცხე-ჯავახეთის მედიის დასმულ კითხვაზე შეცვლის, თუ არა ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და სომხეთს შორის უვიზო რეჟიმს - ფანჯიკიძე პასუხობდა, რომ აღნიშნული შეთანხმებით არ იცვლება უვიზო რეჟიმი. ასევე დასძებდა, რომ ევროპულ ბაზარზე ქართული ნაწარმის შესვლა არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის  სხვა ბაზარი დაიხურება.

მინისტრი საუბრობდა, რომ ევროკავშირი არის მშიდობის სიმბოლო, რადგან მასში შემავალი წევრები აღნიშნული კავშირის წყალობით 70 წელია მშვიდობაში ცხოვრობენ.

ვრცელი საუბარი იყო სოფლის მეურნეობის კუთხით მეწარმეების დახმარების პროგრამებზე ევროკავშირის წარმომადგენლობაში, რომლებიც ასევე მასპინძლობდნენ რეგიონალურ ჟურნალისტებს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშე ხუან ეჩანოვე აცხადებდა, რომ სოფლის მეურნეობაში ევროპული სტანდარტების შექმნის  გამოწვევის წინაშე - ევროკავშირი არ ტოვებს საქართველოს მარტოს და ყველანაირად დაეხმარება სირთულეების დასაძლევად.

ის, რომ ასოცირების შეთანხმება არის დიდი გამოწვევა საქართველოსთვის კარგად ესმის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილს. აცხადებს, რომ შეთანხმება გარდა ეკონიმიკური რეფორმებისა ითვალისწინებს - ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის მაქსიმალურად დემოკრატიულ მმართველობაზე გადაყვანას. საუბრობს, რომ ხელებდაკაპიწებული მართებს მთავრობას მუშაობა და სახელმწიფო უწყებები მზად არიან ამისთვის.  

შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უმცირესობების უფლებების დაცვას. ევროპა ითხოვს საქართველოში დაცული იყოს უმცირესობების უფლებები. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შეცვლის, თუ არა არსებულ მდგომარეობას ასოცირების შეთანხმება,  ,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალის" კითხვას მაია ფანჯიკიძე პასუხობს. ამბობს, რომ შეთანხმებაში ცხადია არის აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასევე წერია, რომ ყველა სიკეთე რასაც საქართველო მიიღებს აღნიშნული შეთანხმების თანახმად უნდა გავრცელდეს ოკუპირებულ რეგიონებზეც.

ასოცირების შეთანხმებით მოსახლეობა იღებს ევროპის თავისუფალ სავაჭრო სივრცეს, მნიშვნელოვან ცვლილებებს სავიზო რეჟიმის კუთხით და მთავრობას, რომლისგანაც მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით მუშაობას ევროპა ელის, როგორც მისი დიდი ოჯახის მომავალი წევრისგან

 

მანონ ბოკუჩავა

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია