ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:35 
მმართველი გუნდის თეთრიწყაროს გამგებლობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა - 25 მაისი 2014

თეთრიწყაროს რაიონის ,,ქართული ოცნების' გამგებლობის კანდიდატი, ბესიკ წიკლაური რაიონის სამი სოფლის: ხაიშის, წინწყაროსა და გოლთეთის მოსახლეობას შეხვდა. მოისმინა პრობლემები, რომლის წონაშეც მოსახლეობა დგას.  სასმელი წყლის, სკოლებში გათბობის და ცხვრის გადასარეკი გზის პრობლემა იყო საუბრის მთავარი თემა.

მოსახლეობა ითხოვს შეიქმნას ცხვრის გადასარეკი ალტერნატიული გზები, რადგან არსებული მარშუტებით პრობლემა გზებზე საცობების შექმნის გარდა, ცხვარს მოყოლილი ძაღლებია.

,, პრობლემები ძალიან ბევრია. სასმელი წყალია ძალიან დაბინძურებულია, რის გამოც არა ერთი ადამიანია მოწამლული. ცხვარი ხომ, საერთოდ ყველაზე დიდი პრობლემაა და ვითხოვთ შველას.  ნუთუ,  ცხვარი უფრო ძვირფასია, ვიდრე ადამიანი?!  მაშინ გადაგვასახლონ სადმე და გახადონ ეს გზა, ,,ცხვრების ტრასად' . ცენტრალურ გზაზეა ბაღი, სკოლა, გამგეობა და უამრავი ადამიანია დაავადებული ცხვრისგან წამოსული სიბინძურის გამო.

ყველა მთავრობა, რაღაცას გვპირდება, თუმცა შესრულებული არაფერია. თუ მართლა, შეგვისრელებენ იმ დანაპირებს, რაც დღეს მოვისმინეთ, ჩვენ რა თქმა უნდა, დავუჭერთ მხარს. ჩვენი პრობლემები მოვახსენეთ  ბატონ წიკლაურს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს გასაჭირს,' - საურობს წინწყაროს მკვიდრი, გულიკო კვანჭიანი. 

გამგებლოვის კანდიდატი მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში მათი პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას დაჰპირდა. რაც შეეხება, ცხვრის გადასარეკ გზას განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ალტერნატივის გამონახვის მიზნით სახელმწიფო უწყებები მუშაობენ.

 

მედეა ჭკადუა

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია