კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:09 
ცხვრის ფარების გადასარეკი გზები მოსახლეობას საფრთხეს უქმნის - 25 მაისი 2014

,,ცხვრის ფარით შემოვიდნენ სოფლის კუთვნილ ტერიტორიაზე. მათთან ჩემი მეუღლე გავიდა უხსნიდა, რომ არ ჰქონდათ ამის უფლება, მაგრამ აქეთ შემოედავნენ და 8 ძაღლი ერთდროულად მიუსიეს"

გაზაფხულის დადგომასთან ერთად თეთრიწყაროს რაიონის მოსახლეობის პრობლემები მატულობს. უკვე წლებია, მათთვის გადაულახავ პრობლემად - ცხვრის გადასარეკი გზები იქცა. ადგილობრივები საუბრობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლების გვერდით მთელი გაზაფხულის განმავლობაში მოძრავ ცხვრის ფარას მტვრის, ბუზების და მძაფრი სუნის გარდა, სხვა საფრთხეც ახლავს. ერთ-ერთი ასეთ საფრთხე მეცხვარეების ძაღლებია.

ამ მიზეზით, არსებობს კონკრეტული დაზარალებულებიც. რამდენიმე დღის წინ,  მეცხვარის ძაღლებმა სოფელ წინწყაროში ადგილობრივი სოსო ბაბლუანი დაკბინეს.

,,ცხვრის ფარით შემოვიდნენ სოფლის კუთვნილ ტერიტორიაზე. მათთან ჩემი მეუღლე გავიდა უხსნიდა, რომ არ ჰქონდათ ამის უფლება, მაგრამ აქეთ შემოედავნენ და 8 ძაღლი ერთდროულად მიუსიეს. შემდეგ კი თავად მეცხვარეებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ.  

როდესაც გამოვედი, ვნახე ჩემი მეუღლე უკვე დაკბენილი ეკლებში ეგდო. იძულებული იყო ასეთ მდგომარეობაში თვითონ დამჯდარიყო საჭესთან და წავედით რაიონის საავადმყოფოში, სადაც შრატი გაუკეთეს.

ძალიან ვთხოვთ მთავრობას მოგვაქციოს ყურადღება", - საუბრობს დაზარალებულის მეუღლე, თათია ცხომარია.  

 

მედეა ჭკადუა

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია