ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:17 
,, მე არ ვამართლებ ამ გადაწყვეტილებას, ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს“- დავით ჯიქია - 26 მაისი 2014

თვითმმართველობის არჩევნების მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, მმართველი ძალის რუსთავის ორგანიზაციამ დაპირისპირების ფორმატში გადაიყვანა. რამდენიმე დღის წინ მედია აქტიურად აშუქებდა ,,ნაციონალური მოძრაობის" ბრიფინგის ჩასაშლელად პარტიის ოფისთან მისული ,,ოცნების" აქტივისტების ქმედებებს. კითხვაზე, მის დავალებას ასრულებდნენ, თუ არა თანაპარტიელები, ,,ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი, დავით ჯიქია ამბობს, რომ - არა.

საუბრობს, რომ აქციის დღეს სხვა საკითხების მოგვარებით იყო დაკავებული და პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ საკუთარი ინიციატივით - სპონტანურად იმოქმედა. დასძენს, რომ იმ დღეს ნაციონალების ოფისთან მისულთაგან ყველა ,,ოცნების" წევრი არ იყო და დაპირისპირებაში ჩაერთვნენ ადამიანები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი წლების მანძილზე დევნიდა.

,, მე არ ვამართლებ ამ გადაწყვეტილებას, ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს. გეტყვით, რომ გარკვეულმა ადამიანებმა ამის გამო შენიშნვაც მიიღეს, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ძალიან ძნელია ხალხის უკმაყოფილების შეჩერება. არიან ადამიანები, რომელებიც უსაფუძლოდ ჰყავდათ დაკავებული, ფიზიკურად უსწორდებოდნენ - მათთვის რთულია ემოციების შეკავება", - საუბრობს ჯიქია. ამბობს, რომ მას შემდეგ რაც დატოვა მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა, თვითმმართველობაში ჩავარდა რიგი პროექტები, ასევე საკრებულოს რამდენიმე წევრმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაეძაბა რუსთაველი მძღოლების საკითხი.

ამბობს, რომ ყოველივე ამის ფონზე, რთულია ოპონენტების უსაფუძვლო ბრალდებების მოსმენა იმის შესახებ, რომ ,,ოცნებამ" შეაჩერა რუსთავის განვითარება.

„ გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, მაგრამ სინდიც, ხომ არსებობს?!", - ამბობს, ,,ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი. 

 

ფოტოს წყარო: frontnews.ge

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია