შაბათი, 21 სექტემბერი 2019 წ.  13:38 
გამარჯვებაში აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა - 26 მაისი 2014

დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში აფხაზეთის ომში დაღუპული ექვსი გმირის: დურმიშხან ბერიძის, მალხაზ ხაჟომიას, თამაზ ზვიადაურის, ნიკოლოზ ორველაშვილის, გიორგი ორველაშვილის და ზურაბ ბერიძის სახელის უკვდავსაყოფად მემორიალი გაიხსნა. სოფლის ცენტრში, მემორიალის გარშემო გაკეთდა სკვერიც.

სათემო კავშირი ,,გამარჯვების" ხელმძღვანელმა ხვიჩა ფერაძემ, რომელიც ამავე დროს ,,ქართული ოცნების" მაჟორიტობის კანდიდატია გამარჯვებაში - ღონისძიება ,,ოცნების" დროშების ფონზე წაიყვანა. მემორიალი კი საქართველოს ჰიმნის ფონზე ,,ქართული ოცნების" გარდაბნის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა, გელა ნიორაძემ გახსნა.

,, ამ მემორიალის გაკეთებაში არ არის ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები დახარჯული. მემორიალი გააკეთეს საკუთარი ძალებით ჩვენი პარტიის გამარჯვების ორგანიზაციის წევრებმა და ასევე მეც. რაც შეეხება სკვერს, მის რეაბილიტაციის თანხა სათემო კავშირს BP-იმ მისცა. ისევე, როგორც სხვა სოფლებშიც აქაც მოქმედებდა თანადაფინანსების პრინციპი - თემის მხრიდან, ამ პროექტში თანადაფინანსება იყო უფასო მუშახელი. რა სამუშაოებიც იყო ფიზიკურად შესასრულებელი ჩვენი მხრიდან უფასოდ გაკეთდა. 

რაც შეეხება, გამარჯვების სხვა პრობლემებს ეს არის გზების, სასმელი წყლის და გარე განათების საკითხი. არჩევის შემთხვევაში ჩემ მოსახლეობის ამ საკითხების ეტაპობრივ მოგვარებას ვპირდები", - საუბრობა, ,,ქართული ოცნების" გამარჯვების მაჟორიტარობის კანდიდატი, ხვიჩა ფერაძე.

კომპანიის მიერ რეაბილიტირებულ სკვერზე სასაუბროდ, მოსახლეობის წინაშე სიტყვით არ გამოსულა BP-ის კონტრაქტორი ,,კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი"-ს წარმომადგენელი. ცენტრის სათემო მობილიზაციის სპეციალისტი ანა როსტომაშვილი აცხადებს, რომ BP არ ერთვება, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანიაში და აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია წარმოადგენს კომპანიის ჩვეულ აქტივობას სოფლებში. 

,, ჩვენ ისევე ვმუშაობთ გამარჯვებაში, როგორც მილსადენი სიახლოვეს არსებულ ყველა სხვა სოფელში. როდესაც აქ, შემოვედით დავიწყეთ თანამშრომლობა სოფლის თემთან. შეგროვდა მოსახლეობის ხელმოწერები აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის მოთხოვნით, რაც ჩვენ თანადაფინანსების პრინციპით დავაკმაყოფილეთ. აქვე, ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ არ გვითანამშრომლია, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვენ ვითანამშრომლეთ მხოლოდ გამარჯვების სათემო კავშირთან", - საუბრობს ანა როსტომაშვილი.

 

Kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია