კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:02 
რუსთაველი მძღოლების ნაწილის პრობლემა, კვლავ ღიად რჩება - 27 მაისი 2014

რუსთაველი მძღოლების ნაწილის და ხაზების ე.წ მეპატრონეების საკითხი, კვლავ ღიად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში სტუმრობისას, მოითხოვა აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ და ყველა მხარე დარჩეს კმაყოფილი - ასეთი შედეგის დადება, ვერც კომპანიამ და ვერც ქალაქის ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო. ობიექტურობა ითხოვს აქვე აღინიშნოს, რომ პრემიერმა მძღოლების თემის მიმართ მაღალი ინტერესი, მხოლოდ მას შემდეგ გამოიჩინა, რაც ერთ-ერთმა მძღოლმა სიცოცხე თვთმკვლელობით დაასრულა.

სწორედ, ღარიბაშვილის დაპირების შეუსრულებლობის გამო, რუსთაველი მძღოლები და ხაზების ე.წ მეპატრონეები დღეს ,, ქართული ოცნების" შტაბს ესტუმრნენ.

,, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ ამ კომპანიასთან, რადგან გადასახადი, რომელსაც აღნიშნული ფირმა გვიწესებს, საწვავის ღირებულებასთან ერთად - 220 ლარია. ასეთი შემოსავალი კი არაა ამ ხაზებზე. ვითხოვთ, რომ რა დავალებაც მისცათ ღარიბაშვილმა შეასრულონ. წავიდეს ეს კომპანია და გაუქმდეს ტენდერის შედეგები", - საუბრობს აქციის მონაწილე, ჯიმშერ ფიჩხაია.

შეკრებილებს კოალიციის წარმომადგენლები შეხვდნენ და სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდნენ, თუმცა ასევე განუცხადეს, რომ დღეს ქალაქს მართავს საკრებულო, სადაც არ წარმოადგენს უმრავლესობას მათი კოალიცია - ამიტომ პარტიისგან განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა დაიგეგმა, რომ  ,,ოცნებასა" და მძღოლებს შორის მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება.

თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რუსთავის მერის მოვალობის შემსრულებელმა, გიორგი ტაბატაძემ. საუბრობს, რომ კომპანიას 25 მაისს ამოეწურა ვალდებულებების შესრულების დრო. ახლა კი მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის აღნიშნულ საკითხს და რამდენიმე დღეში დადებს დასკვნას - შეასრულა, თუ არა აღებული ვალდებულებები კომპანიამ.

თავად შპს ,,ინტერტრანს"-ში კი აცხადებენ, რომ მათ კონკურსით გათვალისწინებული ყველა პირობა დააკმაყოფილეს. ჰყავთ 205 კომპანიის ნებართვით მომუშავე სამარშუტო ტაქსი -57  რეზერვში. რაც შეეხება, დღეს აქციაზე მძღოლების გაჟღერებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კომპანია მათ მაღალ გადასახადს უწესებს - ,,ინტერტრანსი" აცხადებს, რომ კონკრეტული თანხები მძღოლებისთვის არ დაუსახელებია და აღნიშნული ტარიფი მათთან შეთანხმებით დგინდება.

მძღოლების აქციის მიმართ ტრადიციულად ინტერესი გამოიჩინეს პოლიტიკურმა პარტიებმაც.


kkpress.ge 
მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია