ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:21 
რუსთავში მერობის კანდიდატებმა საჯარო დებატები გამართეს - 28 მაისი 2014

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა რუსთავის მერობის კანდიდატების დებატებს უმასპინძლა. ღონისძიება „ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის" პროექტის: „ აირჩიე ქალაქის მერი"-ს ფარგლებში მოეწყო.

რუსთავის მერობის ცხრა მსურველიდან, თავისი წინასაარჩევნო პროგრამის საზოგადოებისთვის წარდგება დებატების ფორმატით, მხოლოდ ხუთმა ისურვა. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა ,,ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატმა, მამუკა ჩიქოვანმა. განაცხადა, რომ ის დეპატებში ,,ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატს, დავით ჯიქიას ელოდა და რადგან ეს უკანასკნელი არ მოვიდა - სხვა კონკურენტების მიმართ „პატივისცემის" მიუხედავად, ვერ დარჩებოდა.

შეხვედრის მოდერატორი უხსნიდა ჩიქოვას, რომ დეპატები არ ნიშავდა სხვა კანდიდატისთვის ოპონირების გაწევას და მას საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა ჩიქოვანის „შეჩერება"ვერ მოხერხდა.

დებატებს მოგიანებითაც არ შეუერთდა „ოცნების" მერობის კანდიდატი, დავით ჯიქია. მისი ადგილი შეხვედრის მიმდინარეობისას ეროსი კიწმარიშვილმა დაიკავა.

დღევანდელ შეხვედრაზე აქტიურობით, სწორედ ის გამოირჩეოდა. თავის წინასაარჩევნო პროგრამასთან ერთად სხვა საკითხებსაც შეეხო. ჩიქოვანის გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ერთმა მატყუარამ დატოვა შეხვედრა, მეორე მატყუარა კი არც გამოცხადდა. საზოგადოებას უხსნიდა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი რუსთავში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობსება და ქალაქის რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრად ქცევაა. რუსთაველების დასაქმებაზე აკეთებდა აქცენტს, ლეიბორისტების რუსთავის მერობის კანდიდატი, რევაზ რიჟამაძე. აცხადებდა, რომ მოსახლეობას თვითდასაქმებისთვის საჭირო ეკონომიკური რესურსი სახელმწიფომ უნდა შეუქმნას.

ინვესტორების რუსთავით დაინტერესებაზე ამახვილებდა ყურადღებას ,, საქართველოს გზის" რუსთავის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე კობაიძე. საუბრობდა, რომ რუსთაველთა 30% სოციალურად დაუცველია და ამ საკითხის მოგვარება ახალი ინვესტიციების გარეშე შეუძლებელია. სოციალური საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"-ს რუსთავის მერობის კანდიდატი, ივანე შათირიშვილიც.

შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის კითხვაზე,  იქნებ გაერთიანებულიყვნენ და ერთად ებრძოლათ ორი ძლიერი კანდიდატის წინააღმდეგ - მერობის კანდიდატები აცხადებდნენ, რომ მოქალაქის დასახელებული კანდიდატები (ჯიქია და ჩიქოვანი) სულაც არ იყვნენ ძლიერები და მათ გაერთიანების მიზეზი, ამ ეტაპზე არ აქვთ.  

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია