კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:07 
,, გამოძიების შეფასება შეიძლება ასე - საქმე მიცვალებულთა ხელშია“- ადვოკატი, ლაშა პარასტაშვილი - 28 მაისი 2014

მთავარი  დაპირება  რის შეუსრულებლობაშიც  მოსახლეობა  ბრალს ,,ქართულ ოცნებას" სდებს - ეს სამართლიანობის აღდგენაა. ამ თემაზე პროტესტის გამოსახატავად ქონებაჩამორთმეული, ჯანმრთელობა  და  ღირსება  შელახული ადამიანები - არაერთხელ შეიკრიბნენ მთავრობის კანცელარიასთან. მოითხოვეს  მთავრობამ შეასრულოს გაცემული დაპირება.

ასეთივე მოთხოვნა აქვთ ქართული მართლმსაჯულების მიმართ ლიანა აბაიაძეს და მის ვაჟს,  დავით ბულაშვილს. მათი უფლებების დამცველი ადვოკატი, ლაშა პარასტაშვილი საუბრობს, რომ მის დაცვისქვეშ მყოფებს ქონება წინა ხელისუფლებამ  წაართვათ  და იძულებული გახადათ - თავის გადასარჩენად  ქვეყანა დაეტოვებინათ.

„ ამ საქმეში ვიცავ ლიანა აბაიაძისა და მისი შვილის დავით ბლუაშვილის ინტერესებს. შ.პ.ს. ,,ერთობა"-ში (რუსთავის სტამბულის ბაზარი) ლიანა აბაიაძე იყო 15 %-ის მოწილე.

2010 წელს აბაიაძეს მიესაჯა 14 წლიანი პატიმრობა, ხოლო დავით ბლუაშვილს 10 წლიანი. ვინაიდან ამ საქმეში წარმოჩენილი იყო ისე, თითქოს თვითმმართველ ქალაქ რუსთავს მიადგა ზიანი, სასამართლოს მეშვეობით მოხდა ლიანა აბაიაძის საკუთრების უფლების გადაცემა ამ სუბიექტისთვის",- საუბრობს ლაშა პარასტაშვილი. ამბობს, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტობრივი მტკიცებულობები, რომელიც ადასტურებს, რომ ქონების ჩამორთმევა უკანონოდ მოხდა.

„ დააკავეს შ.პ.ს. ,,ერთობის"  სხვა მოწილეების ზურაბ ჭანტურიას და გიორგი ქიქოძის შვილები და პროკურორმა მარკელიამ უთხრა:  - ყველა ერთად თუ დათმობთ წილებს, ამ შემთხვევაში გამოვუშვებთ პატიმრობიდან თქვენ  ოჯახის წევრებს-ო.

რომელ დღესაც მოხდა წილების დათმობა, იმავე დღეს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან და გამოუშვეს ორივე პირი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს,  რომ მოწმეებს ცრუ ჩვენებებს აწერინებდნენ (გამზადებულ ჩვენებაზე აწერინებდნენ ხელს) მიხვდნენ რა, რომ მათაც არ დაინდობდნენ, ამიტომ დატოვეს საქართველო", - დასძენს პარასტაშვილი.

შპს ,, ერთობის" მოწილეებმა ქონების დასაბრუნებლად ბრძოლა 2012 წლის ბოლოს დაიწყეს. ხელისუფლების შეცლის შემდეგ მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს მათი სააპელაციო საჩივრისთვის ვადა აღედგინათ, რათა მათ მიმართ 2010 წელს გამოტანილი განაჩინის გასაჩივრების უფლება ჰქონოდათ.

„ მივუთითე ყველა ის გარემოება, თუ რატომ გავიდნენ აღნიშნული პირები საქართველოდან და რა ზეწოლა იყო მათზე. მოსამართლემ ყველა ეს მიზეზი არ ჩათვალა საკმარისად, რომ აღედგინა გასაჩივრების ვადა.

ამის შემდგომ, განცხადება შევიტანე მთავარ პროკურატურაში - 2014 წლის 27 თებერვალს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

მივუთითეთ დეტალურად ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, თუ როგორ კერავდა პროკურორი მარკელია და ფინანსური პოლიციის გამომძიებელი, ზვიად ჩაფიძე საქმეს, არის შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის მოთხოვნით. საქმე გადაიგზავნა ანტიკორუბციულ სააგენტოში, ე.წ. ,,მოდულის შენობაში."

ვინაიდან ამ დრომდე არავინ შემხმიანებია, ხოლო ჩემი შეხმიანების მონდომების შედეგი ის იყო, რომ გამომძიებელმა ამ სამსახურის კანცელარიის მეშვეობით გადმომცა, რომ ,,შემეხმიანებოდა" წინა კვირას- მიმართვა გავაკეთე, შესაბამისი ორგანოების უმოქმედობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, იუსტიციის მინისტრისა და სახალხო დამცველი სახელზე.

გამოძიების ეტაპი ალბათ ისეთია, რომ გამომძიებელი ჯერ კიდევ ვერ მომწიფდა ჩემი განცხადების წასაკითხად, ხოლო გამოძიების შეფასება შეიძლება ასე - საქმე მიცვალებულთა ხელშია", - აცხადებს შპს ,,ერთობის" ყოფილი მოწილეების ადვოკატი, ლაშა პარასტაშვილი.

ამბობს, რომ სამწუხაროდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან ერთადერთი პირები, რომლებიც მსგავს საქმეებზე სამართლიანობის აღდგენას ელიან. აცხადებეს, რომ საზოგადოების აღნიშნულ ნაწილთან შეხება და შესაბამისი, სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა ხშირად უწევს.

 

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათმხოლოდსაიტის მითითებით 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია